საქართველოში 186.630 ადამიანი თვეში 9.600-ზე მეტ ხელფასს იღებს

საქართველოში 186.630 ადამიანი თვეში 9.600-ზე მეტ ხელფასს იღებს2022 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3%-ით არის გაზრდილი.

ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24%-ს (298.608 ადამიანი) შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2.400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.6%-ს (206. 537 ადამიანი) შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9.600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9.600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5% (186.630 ადამიანი) შეადგინა.

ბიპიენი