თებერვალში იპოთეკური და ავტოსესხი გაძვირდა

თებერვალში იპოთეკური და ავტოსესხი გაძვირდა2022 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზოგიერთ საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ზოგიერთზე კი შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაძვირდა იპოთეკური და ავტოსესხი, ლომბარდული და სამომხმარებლო კი შემცირდა.

როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (თებერვლის სტატისტიკა):

იპოთეკურ სესხები – 12,24% (2021 წელი – 10,72%)
ავტოსესი – 25,49% (2021 წელი – 22,71%)
ლომბარდული სესხი – 18,53% (2021 წელი – 19,72%)
სამომხმარებლო სესხი – 19,19% (2021 წელი – 20%)
სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13,51% (2021 წელი – 12,86%)
სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 20,67% (2021 წელი – 22,05%)

რაც შეეხება ზოგადად საპროცენტო განაკვეთებს, 2022 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე გაიზარდა, უცხოური ვალუტაში კი შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 15,3%-დან 16,4%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. 2021 წლის თებერვალში მონაცემებით, იურიდიული პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 11,7%-ს, ხოლო 2022 წლის თებერვალში უკვე 13,3%-ს. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 18%-დან 18,5%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ კლება ფიქსირდება, თუმცა მინიმალური. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2022 წლის თებერვალში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,4%-ს, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 6,5% იყო. ამასთან, იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 6,7%-იან ნიშნულზე დარჩა, ფიზიკური პირების სესხებზე განაკვეთი კი 6,2%-დან 5,5%-მდე შემცირდა.

ბიპიენი