“მე და ჩემი ცოლი პოლიციაში წაგვიყვანეს და ცალ-ცალკე ოთახებში დაგვკითხეს”

"მე და ჩემი ცოლი პოლიციაში წაგვიყვანეს და ცალ-ცალკე ოთახებში დაგვკითხეს"თურქმენეთში აკავებენ წყვილებს, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში ურთიერთობების საჯაროდ დემონსტრირებას ახდენენ, მაგ. ხელები აქვთ ჩაკიდებული ან ერთად სხედან სკამზე.

ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც ქალაქ ამრის ადგილობრივმა მკვიდრმა განაცხადა, ის პოლიციაში მხოლოდ იმის გამო წაიყვანეს, რომ ცოლთან ერთად ხელიხელჩაკიდებული საზოგადოებრივ ადგილას იმყოფებოდა.

„მე და ჩემი ცოლი პოლიციაში წაგვიყვანეს. იქ ცალ-ცალკე ოთახებში დაგვსვეს და დაგვკითხეს“ – ამბობს ქალაქ ამრის მკვიდრი, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება.

ამის შემდეგ დაკავებულთა ნათესავებს პოლიციაში ქორწინების მოწმობის მიტანა მოუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ოფიციალურად არის დაქორწინებული, პოლიციამ მათ ტრადიციულ თურქმენულ ფასეულობებზე ლექცია მოასმენინა. ამ პირთან ერთად პოლიციაში კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ანალოგიური „დანაშაულისთვის“ დააკავეს.

დაკავებული წყვილები მხოლოდ იმის შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელი მოაწერეს განცხადებას, რომ მომავალში საჯაროდ ურთიერთობების დემონსტრირებას არ მოახდენენ.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქმენეთში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვით თურქმენეთიდან ქალებს საზღვარგარეთ წასვლა სპეციალური ნებართვის გარეშე აეკრძალებათ.

პია