მორიგი ტრაგედია – 27 წლის ლაშა კალანდია პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა 25 მაისს, გვიან ღამით მოხდა.
მეზობლების ინფორმაციით, ის ვარშავაში სწავლობდა და შემდეგ მუშაობაც დაიწყო.
„5 წელზე მეტია იქ ცხოვრობს. კომპანია ჰქონდა, სადაც საქართველოდან წასულებს ასაქმებდა, სამუშაოზე ანაწილებდა. გარდაცვალების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. არსებული ინფორმაციით, საჭეს სხვა მართავდა“, – გვითხრა მეზობელმა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება საქართველოში. გარდაცვლილს მშობლები და და ჰყავს.
პრაიმ ტაიმი