ქეით მიდლტონი სიგამხდრის გამო დაიწუნეს

ქეით მიდლტონი სიგამხდრის გამო დაიწუნესქეით მიდლტონის უელსის პრინცესად გადაქცევის კიდევ ერთი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. კემბრიჯის ჰერცოგინიას სტილს თაყვანისმცემლები აკრიტიკებენ.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც პრინცი ჩარლზი გამეფდება, ქეით მიდლტონი უელსის პრინცესას ტიტულს მიიღებს. ბრიტანულმა საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილა სტილისტების მცდელობაზე, „გადაიფორმონ“ კემბრიჯის ჰერცოგინიას იმიჯი, მაგრამ ჯერჯერობით, გარდა კრიტიკისა და გაკვირვებისა, მათ არაფერი მიუღიათ.

ასე რომ, გუშინ, 4 მაისს, ქეით მიდლტონი გამოჩნდა ელიზაბეტ II-ის ჯილდოს პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე. 40 წლის ჰერცოგინიამ 785 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ედელინ ლის ნეფრიტისფერი კაბა აირჩია.

სოციალური ქსელის
მომხმარებლებმა გააკრიტიკეს არა მხოლოდ კაბის დიზაინი, არამედ ჰერცოგინიას სიგამხდრეც. მათი თქმით, ქეითი ჯანმრთელად აღარ გამოიყურება.

რაც შეეხება სტილს, ქეითმა აშკარად კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მეგან მარკლის “კოპირება”. მისი თმა ჰოლივუდურ შარმს უფრო ასხივებდა, ვიდრე პრინცესას დახვეწილ კულულებს.