როგორ დავიცვათ შენობა ხანძრისგან?

როგორ დავიცვათ შენობა ხანძრისგან?დაგვეთანხმებით, რომ უსაფრთხოება ნებისმიერი დანიშნულების  შენობაში უპირველესია. სახლსა თუ სამსახურში მნიშვნელოვანია, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და საფრთხის რისკფაქტორები შეძლებისდაგვარად შევამციროთ. ამისთვის აუცილებელია, უსაფრთხოების სისტემები მოვიძიოთ და ამ საკითხში მეტწილად კომპეტენტურები ვიყოთ.

ცეცხლისგან სახლის/ ოფისის დაცვა ყველაზე საყურადღებოა, რადგან ხანძრის შემთხვევაში მატერიალურ დანაკლისს ვერ აღადგენთ. ამასთანავე, რემონტი ცალკე ხარჯია, ზოგჯერ შეიძლება  ფართი ისე დაზიანდეს, ახალი ბინის ყიდვა მოგიწიოთ. ამაში დახარჯავთ ზედმეტ დროს, ნერვებს და  ფინანსებს. ეს თავიდან რომ ავიცილოთ, სჯობს დროულად ვიფიქროთ და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებიდან  ერთ-ერთი ამოვარჩიოთ.  „ ელპლუსი“  გამორჩეული კომპანიაა, იგი საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის წევრია, გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიით  მათ საწარმოში პროდუქცია მხოლოდ სერტიფიცირებული მასალისგან და ევროპული სტანდარტების დაცვით იქმნება. ამის მაგალითია ელპლუსის ცეცხლგამძლე კარი,რომელმაც ევროპის ლაბორატორიის ტესტ-რეპორტი გაიარა. კარი 41-ე დადგენილების ყველა მოთხოვნას პასუხობს. კომპანია კი ISO9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია. ისინი გვთავაზობენ : სახანძრო ვინტილაციას, ავტომატურ საშხეფო სისტემას, სახანძრო/სამაშველო ინვენტარს რომელშიც შედის- ცეცხლამქრის კარადა, ორკარიანი და ერთკარიანი სახანძრო კარადა, ცეცხლგამძლე ფასადები. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ ჭკვიანი სახლი უსაფრთხოების კამერებით. ამასთანავე, შეგიძლიათ ეწვიოთ პროჟმასტერს. აქ დაგხვდებათ ფხვილოვანი და ნახშირორჟანგოვანი ცეცხლმაქრები, სახანძრო კარადები, სახანძრო ფარები და ა.შ.

სისტემები ძალიან კარგია, თუმცა ბევრ ადამიანს არ აქვს დამატებითი ფინანსები მათ შესაძენად. ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს ან დაუდევრობამ, ანდაც სისტემაში გაპარულა პატარა შეცდომამ,  რა თქმა უნდა, ნებისმიერ კომპანიას უნდა ჰქონდეს ხანძრის დეაქტივაციისთცის გამართული სისტემა, კანონი ამას სავალდებულოს ხდის. რაც შეეხება სახლს, ხანძრის საერთო მიზეზია გაუმართავი ელექტრომოწყობილობა და გაყვანილობა. ეს შეიძლება იყოს მავთულის გადატვირთვა, წინააღმდეგობის ვარდნა ქსელებში, მოკლე ჩართვა, ნაპერწკალი და ა.შ  ხანძრის  გავრცელებას ასევე ხელს უწყობს   ოთახის  უწესრიგობისა და არეულობა.  ამიტომ, უნდა დავიმახსოვროთ  რამდენიმე წესი, რომ თავიდან ავიცილოთ  სახლში ხანძარი: ნუ ჩართავთ რამდენიმე მაღალი ენერგიის მოწყობილობას ერთდროულად, ეს გადატვირთვას გამოიწვევს. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ტექნიკა უყურადღებოდ!  დააყენეთ უთოები და  ფილები მხოლოდ სითბოს საიზოლაციო ცეცხლგამძლე საყრდენებზე. განათავსეთ ელექტრო ბუხრები ავეჯის, ფარდების და სხვა საგნებისგან მოშორებით. შეამოწმეთ, რომ მოწყობილობები გამორთულია სახლიდან გასვლის წინ. თუ გაყვანილობის პროდუქტი გაუმართავია (ნაპერწკლები, გამდნარი) შეაცვლევინეთ იგი სპეციალისტს. საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების გამოყენებისას მიჰყევით ინსტრუქციას  გამხსნელები, ანთების სითხეები, დეოდორანტები, საღებავები, აეროზოლები და სხვა ნივთიერებები ძალიან აალებადია. ნუ დატოვებთ საკვების მომზადებას გაზქურაზე უყურადღებოდ. არ გააშროთ სამრეცხაო განათებულ გაზზე.არ გამოიყენოთ აალებადი სითხეები სახლში, ნუ შეეცდებით მათთან ერთად გაზქურის ან ბუხრის ანთებას.მოერიდეთ სხვენში თივის, ჩალისა და ძველი ნივთების დალაგებას, რომლებსაც ადვილად აალებადი არიან. ასწავლეთ ბავშვებს ცეცხლის საფრთხის შესახებ და მოარიდეთ ისინი რისკს. ბოლოს კი, არ მოწიოთ საწოლში ან სავარძელში. შეიძლება დაიძინოთ, სიგარეტის ღერი კი საწოლის დაწვას და ხანძარს გამოიწვევს .