როგორ შევიძინოთ უძრავი და მოძრავი ქონება?

როგორ შევიძინოთ უძრავი და მოძრავი ქონება?ქონების შეძენა მარტივი არ არის თუ ფინანსები შეგროვებული არ გვაქვს. მითუმეტეს, ახლა, 2022 წელს როდესაც ლარი გაუფასურებულია მნიშვნელოვანია ინვესტიციები სწორად ვაწარმოოთ, ამისთვის კი საჭიროა ვიცოდეთ განვადების დეტალები, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენის დროს.

როდესაც ავტომობილზე კრედიტის გაკეთება გვსურს, უნდა გამოვიყენოთ ავტო სესხი  მისი  მიზნობრიობა ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენაა და უზრუნველყოფის სახითაც,  შესაძენი ავტომობილი მოითხოვება. ამ ტიპის სესხით სარგებლობისას  თავად გთავაზობდნენ პარტნიორ ორგანიზაციებს, სადაც ავტომობილის შეძენას შეძლებთ. თუმცა, ავტოსესხის აღება მაშინაც შეიძლება, თუ ავტომობილს თქვენივე არხებით მოიძიებთ. ამასთან, ბაზარზე არსებული ავტოსესხების პირობებით, ფინანსდება როგორც ადგილობრივ ,ასევე უცხო ბაზარზე ავტომობილის შეძენა. აუცილებელია გავითვალისწინოთ პირობები,   თანაბარ პირობებში, ახალი ავტომობილის შესაძენად დადგენილი სესხის ლიმიტი ძირითადად, იმაზე მეტად მაღალია ვიდრე მეორადი ავტომობილის. ასევე, სესხის გაცემამდე წინასწარ შეგიძლიათ დაადგინოთ, ავტომობილის ღირებულებას  სრულად დაგიფინანსებენ , თუ თქვენი თანხის დამატებაც დაგჭირდებათ.  ავტოსესხის აღებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯებიდან სპეციფიკურია ავტომობილის დაზღვევისა და მისი გირავნობის რეგისტრაციის ხარჯები. რიგ შემთხვევაში, ავტომობილის მხოლოდ კრედიტის მოცულობით და არა მისი საბაზრო ღირებულებით დაზღვევა მოითხოვება და, შესაბამისად, სადაზღვევო პრემია შედარებით დაბალია. თუმცა, სადაზღვევო შემთხვევისას ზარალიც მაქსიმუმ სადაზღვევო თანხის ფარგლებში ან შესაბამისი პროპორციით ანაზღაურდება.

რაც შეეხება უძრავი ქონების ყიდვას/ გარემონტება, ამ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ იპოთეკური სესხი იგი როგორც წესი, იპოთეკური სესხები ბაზარზე ყველაზე იაფია. თუმცა, დაზღვევის გარდა გასათვალისწინებელია უზრუნველყოფის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის მოხსნასთან დაკავშირებული ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ იაფია, ახლანდელი კანონმდებლობით მისი გაცემა 20 წლამდე ვადითაა შესაძლებელი, ამიტომაც, ძალიან საფრთხილოა. უნდა განვსაზღვროთ რა გაუთვალისწინებელი შემთხვები შეიძლება მოხდეს ამ წლების განმავლობაში, მათი დადგომის რისკებიც აუცილებლია გავითვალისწინოთ.  თუმცა, რისკების დაზღვევა როგორც კრედიტორის ისე მომხმარებლის ინტერესებშიც არის, რადგან იგი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომისას მიყენებულ ძაღლთან გამკლავების საშუალებას გვაძლევს. ამასთანავე, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სავალუტო რისკი. თუ თქვენ შემოსავალი ერთ ვალუტაში გერიცხებათ, სესხს კი სხვა ვალუტაში აიღებთ, კურსის ცვალებადობასთან ერთად სესხზე გადასახდელი ხარჯების წილი შესაძლოა გაიზარდოს. გამომდინარე პროდუქტის ხანგრძლივობიდან, ამ რისკის წინასწარი გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, აღნიშნული რისკისგან დასაცავად რეკომენდებულია სესხი იმ ვალუტაში აიღოთ, რომელშიც შემოსავალი გაქვთ.

რისკები სხვადასხვაა, თუმცა ორივე კრედიტის შემთხვევაში საჭიროა რომ გქონდეთ კარგი საკრედიტო ისტორია.საკრედიტო ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის, ვინაიდან ის აჩვენებს, თუ რამდენად დროულად ფარავს მომხმარებელი საკუთარ ვალდებულებებს და რამდენად პასუხისმგებლიანი/ სანდოა იგი.  ამიტომაც, აუცილებლია გვქონდეს სანდო საკრედიტო ისტორია.