წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი ბავშვი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ მაღლაკში მოხდა. გარდაცვლილები რძალ-მული არიან, ისინი ადგილზე დაიღუპნენ.
დაშავდნენ ავტომობილში მყოფი ბავშვები, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათგან ერთის მდგომარეობა მსუბუქია, მეორეს კი ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა.
გარდაცვლილები არიან მედეა იობიძე და ანა მჭედლიშვილი, რომლებიც სოფელ მაღლაკში ცხოვრობდნენ. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. სავარაუდოდ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
”არ ვიცი რა ვთქვა რა დავწერო თქვენ ხომ აწი უნდა გეხარათ თქვენს ლამაზ ოჯახთან და შვილებთან ერთად ორივე რძალ მულს 24 და 27 წელი ეს ხომ არაფერი არაა ყველა სიტყვა უძლურია რაც მინდა ვთქვა ისე მენანებით და ისე მტკივა გული დილიდან უფალმა გააძლიეროს თქვენი ოჯახები ჩემო ლამაზო გოგოებო Ani Mchedlishvili მედეა იობიძე ” – წერს ახლობელი.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.