ჯო ბაიდენი თვითმფრინავში ასვლისას კიბეზე წაიქცა – ვიდეო

ჯო ბაიდენი თვითმფრინავში ასვლისას კიბეზე წაიქცა - ვიდეოაშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე ას­ვლი­სას კი­ბე­ზე წა­ბორ­ძიკ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი კი მე­დი­ა­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

ბა­ი­დე­ნი ჯიმი ქი­მე­ლის კო­მე­დი­ურ შო­უ­ზე და­სას­წრე­ბად მი­დი­ო­და. მან საპ­რე­ზი­დენ­ტო თვითმფრი­ნავ­თან შეკ­რე­ბილ ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ტე­რი­უ­ზე უარი უთხრა და თვითმფრი­ნა­ვის კი­ბის­კენ გა­ე­შუ­რა. კი­ბე­ზე ას­ვლი­სას წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და წა­ბორ­ძიკ­და, თუმ­ცა არ შე­იმ­ჩნია და ენერ­გი­უ­ლად გა­ნაგ­რძო სი­ა­რუ­ლი.

79 წლის პრე­ზი­დენტს მსგავ­სი რამ წინა თვე­შიც შე­ემ­თხვა. 2021 წელს კი, როცა ის Air Force-ის ვერ­ტმფრენ­ში ადი­ო­და, კი­ბე­ზე ას­ვლი­სას წა­იქ­ცა, რაც შემ­დგომ, თეთრმა სახ­ლმა აე­რო­პორ­ტში არ­სე­ბულ ძლი­ერ ქარს და­აბ­რა­ლა.