„ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება“ – ბიძინა კულუმბეგოვი

 „ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება“ - ბიძინა კულუმბეგოვისაქართველო გრიპის ვირუსის პიკს დეკემბერში ელოდება. ქალაქში ახლა მომრავლეულია ვირუსი, რის გამოც მოსახლეობის უმეტესობა ცუდადაა.

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ამჟამად გავრცელებულია  რენოვირუსი, პოლიგრიპიც ცირკულირებს, თვითონ გრიპი ჯერ არ გამოჩენილა.

„პედიატრები ადასტურებენ, რომ საქართველოშიც ძალიან ბევრი ბავშვია გაციებული. ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება. ანუ გაციებას თან ერთვის ბაქტერია. ეს ძირითადად, ვირუსული დაავადებებია (რესპირატორულ – სინციპიალური და რინოვირუსი) და კოვიდს არ უკავშირდება. ასეთ გაციებას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება. დაავადებასთან გამკლავება უნდა მოხდეს ტრადიციული მეთოდებით.

რა თქმა უნდა, თუ რისკ–ჯგუფის ადამიანს რესპირაციული დაავადების ნიშნები აქვს, ვთხოვ, როგორც  იმუნოლოგი და ექიმი, რომ მათ აუცილებლად გაიკეთონ კოვიდის საწინააღმდეგო ტესტი. კოვიდს სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება, „პაქსლოვიდი“ უფასოდ ეძლევათ, რომელიც მხოლოდ კოვიდზე მოქმედებს და სხვა ვირუსზე მისი დანიშვნა არ ხდება.

ესაა ძირითადი რეკომენდაციები და რა თქმა უნდა, სასურველია,  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, ხელის ჰიგიენა, რისკის მატარებელი ადამიანების ნიღბის ტარება“, – ამბობს კულუმბეგოვი „ფორტუნასთან“.