„ინდრაივი“ მხარს უჭერს ქალების მიერ დაარსებულ სტარტაპებს

„ინდრაივი“ მხარს უჭერს ქალების მიერ დაარსებულ სტარტაპებს2022 წელს ლისაბონში ჩატარებულ ვებ სამიტზე (Web Summit) ყურადღება მიიპყრო და დიდი მოწონება დაიმსახურა ქალ მეწარმეთათვის განკუთვნილმა ტექნოლოგიურმა ჯილდომ სახელწოდებით „ავრორა“ (Aurora Tech Award Women Entrepreneurs) და „ინფორმაციული ტექნოლოგიების სტარტაპის დამფუძნებელთა“ (IT Startup Founders) გუნდმა.

2022 წლის ვებ სამიტის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საკითხზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ევროპელ ქალთა 67% მიიჩნევს, რომ მათი ანაზღაურება მამაკაცებთან შედარებით ნაკლებია. გამოკითხულ ქალთა ნახევარი ასევე აცხადებს, რომ მათ გენდერულ დისკრიმინაციასთან გამკლავება უწევთ.

დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემები არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე შევიწროების ფაქტებს გულისხმობს, არამედ ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობასაც ეხება. „ევროპელ ქალთა“ მიერ ვენჩურული კაპიტალის ოქმში მოყვანილი მონაცემების თანახმად, 2020 წელს ქალთა სტარტაპების 3%-მა მიიღო ინვესტიცია, 2021 წელს კი — მხოლოდ 2%-მა. შესაბამისად, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფერო ექსკლუზიურად მამაკაცთა ინდუსტრიად რჩება.

„ინდრაივი“ მხარს უჭერს ქალების მიერ დაარსებულ სტარტაპებსამ უსამართლობის გადასაჭრელად, „ინდრაივმა“ დააწესა ფულადი ჯილდო „ავრორა“ ტექნოლოგიურ სფეროში (Aurora Tech Award), რომლის მიზანია საზოგადოებისა და ინვესტორთათვის ქალთა მიერ დაარსებული ყველაზე პერსპექტიული სტარტაპების გაცნობა.

ქალთა უთანასწორობა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში იმდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ ვებ სამიტზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი მოვლენაა უახლესი ტექნოლოგიების დარგში, მიიწვიეს „ინდრაივის“ ტექნოლოგიური ჯილდო „ავრორა“-ს გუნდი მასტერკლასის ჩასატარებლად, სახელწოდებით „მეწარმე ქალები ტექნოლოგიაში: რას ვებრძვით?“

შეხვედრის მეორე დღეს ტექნოლოგიური ჯილდო „ავრორა“-ს გუნდის წევრებმა ჩაატარეს მასტერკლასი, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში გენდერული ბალანსის პრობლემებზე და თუ რამდენად მცირე რაოდენობის ქალს აქვს შესაძლებლობა ისაუბროს საკუთარ თავსა და გამოცდილებაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. მათ აგრეთვე ისაუბრეს ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ქალებისთვის მნიშვნელოვან სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. ეს თემა იმდენად აქტუალური გახლავთ, რომ ღონისძიებაზე 900 ადამიანი დარეგისტრირდა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილმა ქალმა მეწარმეებმა.

„ინდრაივი“ მხარს უჭერს ქალების მიერ დაარსებულ სტარტაპებსსადაფ აბიდი გახლავთ „Circle Women Association“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაკისტანიდან. მან დაამთავრა მაგისტრატურა ჰარვარდის კენედის სკოლაში (Harvard Kennedy School), მართვის გაფართოებული პროგრამა —ევროპის ბიზნესის ადმინისტრირების ინსტიტუტში (INSEAD), ხოლო ბაკალავრიატი — მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (Mount Holyoke College). მან დაიმსახურა კურსდამთავრებულთა ჯილდო მიღწევებისთვის მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში. სადაფის განცხადებით: „გენდერული მიკერძოება ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ ჩვენ მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ. თამაშში უნდა დავრჩეთ. არ გვაქვს უფლება მხოლოდ ეპიზოდური როლები ვითამაშოთ, რადგან ამგვარად სხვა ქალებს არ დარჩებათ სამოქმედო სივრცე. ჩვენ უნდა დავიკავოთ კუთვნილი ადგილი!“

ჩიომა აგვუეგბო გახლავთ „TechHerNG“-ის აღმასრულებელი დირექტორი და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობის საგანგებო შეკრებების ხელმძღვანელი ნიგერიიდან. აღნიშნული კოალიცია მოქალაქეებს მოუწოდებს სექსუალური შევიწროვებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტებზე მოახდინონ სასწრაფო, ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული რეაგირება. ჩიომას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენება, იქნება ეს ახალბედა ქალ პოლიტიკოსთა მხარდაჭერა, სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება თუ ციფრული თავისუფლებების/უსაფრთხოების სესიების კურირება. „უნდა ავუხსნათ ქალებსა და გოგონებს, რომ ტექნოლოგიების გამოყენება უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში დაეხმარება მათ სიღარიბისგან თავის დაღწევაში და ხელს შეუწყობს, რომ სულ უფრო მეტი ქალი შეუერთდეს ამ ინიციატივას დაბალი შემოსავლის მქონე თემებიდან“, – აღნიშნა მან.

აინურა საგინი გახლავთ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, „Tazar“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ყირგიზეთიდან. აღნიშნული პროექტი აკავშირებს მოქალაქეებსა და საწარმოებს გადამუშავების/შეგროვების პუნქტებთან, რათა შემცირდეს ნარჩენების რაოდენობა, რომელიც ყირგიზეთის ნაგავსაყრელებზე გროვდება. „Tazar“-ი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სტარტაპია ცენტრალურ აზიაში ეკოლოგიური ტექნოლოგიების დარგში. გამოსვლის დროს აინურმა აღნიშნა, თუ რამდენად სერიოზულია ინდუსტრიაში გენდერული უთანასწორობის პრობლემები: „ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე კომპანიებში ქალი ორჯერ მეტად უნდა დაიტვირთოს, თუ სურს, რომ მის აზრს რაიმე წონა ჰქონდეს“.

მასტერკლასს უძღვებოდა სარდანა მიხეევა, „ინდრაივის“ ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი.

„ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქალებს ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება; მნიშვნელოვანია გენდერული უთანასწორობის თემის წამოწევა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და მასთან ბრძოლა. ქალებს შეუძლიათ დიდი წვლილის შეტანა ტექნოლოგიურ განვითარებაში და ამას უკვე ახორციელებენ. თუნდაც ახლა, შემოსული აპლიკაციების გათვალისწინებით, თვალსაჩინოა, თუ რამდენ საინტერესო საქმეს ახორციელებენ ქალები ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. ისეთი ღონისძიებები, როგორიც ეს ვებ სამიტია, საშუალებას გვაძლევს დავსვათ მწვავე საკითხები და ვიპოვოთ მათზე პასუხები“, – განაცხადა ეკატერინა სმირნოვამ, პროექტ „ტექნოლოგიური ჯილდო ავრორა“-ს ხელმძღვანელმა.

2022 წლის ვებ სამიტზე 70 000-ზე მეტი მონაწილემ, 2000-ზე მეტმა სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა და სამიტის ისტორიაში პირველად, დამსწრეთა 50.5%-ს ქალები წარმოადგენდნენ.

„ინდრაივი“ მხარს უჭერს ქალების მიერ დაარსებულ სტარტაპებსტექნოლოგიურ ჯილდო „ავრორა“-ს შესახებ

ჯილდო „ავრორა“ გლობალური IT კომპანია „ინდრაივის“ არაკომერციული ინიციატივა გახლავთ. დღესდღეობით, „ინდრაივი“ ხელმისაწვდომია ხუთ კონტინენტზე მდებარე 47 ქვეყნის 700-ზე მეტ ქალაქში და „Play Market“-ისა და „AppStore“-იდან ყოველთვიური გადმოწერის რაოდენობით მეორე ადგილი უკავია მგზავრობის გამოძახების აპლიკაციებს შორის მსოფლიო მასშტაბით. მთლიანობაში, აპლიკაციის გადმოწერის რაოდენობამ 150 მილიონს გადააჭარბა. მგზავრობის გამოძახების გარდა, „ინდრაივი“ მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვა მობილურ მომსახურებას, საქალაქთაშორისო მგზავრობის, ამანათებისა და ტვირთის გადაზიდვის მომსახურების ჩათვლით.

„ინდრაივის“ სათაო ოფისი მდებარეობს კალიფორნიის ქალაქ მაუნტინ ვიუში. რეგიონალური ცენტრები განლაგებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და დსთ-ს ქვეყნებში. კომპანიაში დასაქმებულია 2400 ადამიანზე მეტი.

ტექნოლოგიური ჯილდო „ავრორა“ გახლავთ ყოველწლიური პრიზი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში სტარტაპების დამფუძნებელ ქალთათვის, რომელთა პროექტებმა ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს მსოფლიო განვითარებაზე. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ ქალებს, განსაკუთრებით მეწარმე ქალებს.

დაჯილდოებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2022 წლის 2 დეკემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://auroratechaward.com 

R.