თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1.504 ადამიანი დაიღუპა. ათასობით დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშოები გრძელდება. ცოტა ხნის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7 მაგნიტუდაზე მაღალი სიმძლავრის განემორებითი მიწისძვრა მოხდა.
ბოლო ცნობებით, სირიაში, სულ მცირე 592 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 371 ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში, იტყობინება სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA. მათივე ცნობით, დაშავებულია მინიმუმ 1.089 ადამიანი.
კატასტროფის შემდეგ ნატომ, ევროკავშირმა და კიდევ მინიმუმ 45-მა ქვეყანამ თურქეთს დახმარება შესთავაზა. დაზარალებულ ქვეყანაში მაშველებს და ტექნიკას გაგზავნის საქართველოც.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.