ახლახანს პოლონეთში ცნობილი ქართველი ემიგრანტი კაცი, დამსახურებული ფიზიკოსი ბადრი ტალიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“უდიდესი მწუხარებით გატყობინებთ, რომ ამა წლის 23 მარტს ვარშავაში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსი ბადრი ტალიაშვილი.
ბადრი ოცი წელია მუშაობდა პოლონეთის სახელმწიფო ფიზიკის ინსტიტუტში და გახლავთ მრავალი მნიშვნელოვანი კვლევის, აღმოჩენის და ნაშრომის ავტორი.
დაიბადა 1950 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა, როგორც ფიზიკოსი თბილისის საკონსტრუქციო ბიუროში, ქარხანა მიონში, შემდეგ ფიზიკის ინსტიტუტში.
1996 წლიდან მიწვეულ იქნა პოლონეთში, სადაც მუშაობდა ჯერ ვაკუუმური ტექნოლოგიების ინსტიტუტში, შემდეგ კი, გარდაცვალების დღემდე პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო ფიზიკის ინსტიტუტში წამყვან სპეციალისტად ფიზიკოს ინჟინერის თანამდებობაზე.
ბადრი ტალიაშვილმა არაერთი აღმოჩენა გააკეთა ფიზიკის დარგში და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და კვლევის ავტორი გახლავთ.
ბადრი, როგორ უაღრესად კულტურული, განათლებული და კეთილშობილი ადამიანი ძალიან დაგვ აკლდება მის მეგობრებს, საყვარელ ოჯახსა და ქართულ სათვისტომოს პოლონეთში.
უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
საქართველოს დიასპორა პოლონეთში”