ეკონომიკური ექსპერტი ნიკა შენგელია სოციალურ ქსელში წერს:
„ნოემბრის 15 რიცხვამდე, საწვავზე ფასები დაუბრუნდება ომის დაწყებამდე არსებულ ნიშნულს , (ერთი ლიტრი 4 ლარამდე).
კარტელს, ფასების ზრდის გასაპრავებელი თემა აქვს, აგერ რუსეთიდან ექსპორტი შეიზღუდა და ჩვენ რა ვქნათო.
ახლა მივმართავ ეკონომიკურ გუნდს, როდესაც ატეხეთ ერთი ამბავი და ეიფორიაში იყავით, არიქა რუსეთიდან იაფიანი საწვავი შემოდის და ფასები უნდა დაიწიოსო? კონკურენციის სააგენტოს რომ დაევალა ბაზრის მოკვლევაა, შედეგი რა არის? 4 მილიონით დაჯარიმებული კარტელი და ისევ მაღალი ფასები, რომელიც კვლავ აიწევს?
არ ვამბობდით, რომ სექტექტემბრიდან ისევ დაიწყება ფასების მატება და ამას სხვა გზით უნდა უშველოთ-თქო.
ერთხელ და სამუდამოდ, რომ დასრულდეს საწვავის ფასებზე საუბარი და კარტელი განაიარაღოთ, საჭიროა, სახელმწიფო ნავთობროდქტების სააგენტის შექმა-თქო?
(რა უნდა გააკეთოს და როგორ ასეთმა სააგენტომ მაგას მოგახსენეთ თუ იკადრებთ და შეგვხვდებით, ესეც გავაჟღერეთ).
ჰოდა რადგან არ დაგვიგდეთ ყური, ახლა ასე ვიტყვი.
წელს, დეკემბერში როგორც საწვავზე ასევე ბევრ პროდუქტსა და საქონელზე იქნება ისეთი ფასები, რომელიც ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში.
შემდეგ ვიძახოთ, ეკონომიკა გაიზარდა და ინფლაციამ მოიკლოო. „ვიჟნგლიოროთ” ციფრებით.
პ.ს. ამ გზრდილ ფასებს, რომ შემთხვევით ევროკავშირის სტატუსის არმოცემა დაემატოს და ამას კიდევ ვიზარიბელარიზაციის შეჩერება, მერე რა ხდება?
ბევრად უფრო ადვილია ამ სექტორში დანაშაულებრივი ან უმოქმედების პოლიტიკის შედეგად მიღებული მოცემულობა გადააბრალო რუსეთის მხრიდან საწვავის ექსპორტის შეზღუდვას. მაშინ, როდესაც კარტელის ბანაკში შენი ქვეყნის ორი ყოფილი ეკონომიკის მინისტრი მუშაობს და შენ სკოლაშიც შეიძლება კარგად ვერ სწავლობდი, როგორი ეკონომიკის მინისტრი ხარ, დებატებში უბრალო მოქალაესთან არ გამოხვედი. არ გამოხვედი და არ აუხსენი შენი ქვეყნის მოქალაქეებს, რა გეგმა გაქვს ამ სექტორში ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებით.“