„ეს ელიტური და შერჩევითი გლოვა რა ფენომენია… გურიის სტიქიაა არანაკლებია შოვზე“ – სალომე მოისწრაფიშვილი

„ეს ელიტური და შერჩევითი გლოვა რა ფენომენია... გურიის სტიქიაა არანაკლებია შოვზე“ - სალომე მოისწრაფიშვილისალომე მოისწრაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„სამწუხაროდ, ვერ ვხვდებით და არც მოდის საკმარისი ინფორმაცია იმაზე, რაც ახლა გურიაში ხდება. მთელი სოფლები განადგურდა, ხეხილი, თხილის და მანდარინის პლანტაციები, საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, გზა, გაყვანილობა, ელ. ენერგია, გაზი… არაფერი აღარაა. საუბარია იმაზე, რომ ხალხი საერთოდ გაასახლონ სოფლებიდან. დროებით ევაკუაციაზე კი არაა საუბარი, სამუდამოდ რომ გაასახლონ. ხალხი „მომწყვდეულია“ ამ გზამონგრეულ ადგილებში და ღამე ისევ წვიმაა, იქ კიდე რა იქნება, არავინ იცის, მანქანით რომ მიხვიდე და უცებ გამოიყვანო, ვერ გამოვა, ფეხით ძლივს გადადი-გადმოდიან.

ზარალის მხრივ ეს სტიქიაა ძალიან დიდია, არანაკლები შოვზე, და თითქმის არავინ იღებს ხმას. ეს ელიტარული და შერჩევითი გლოვა რა ფენომენია საერთოდ, არ ვიცი. ან რამდენი დღეა საჭირო, რომ მივხვდეთ, რა უბედურება გვჭირს ხოლმე, ან რომ მივხვდებით, მერე რას ვაპირებთ?

მე თითო-ოროლა საქველმოქმედო ინიციატივა შემხვდა მარტო (დავდებ კომენტარებში), სხვა არაფერი, უფრო დიდი ვიშვიშია ფეხბურთის მატჩზე…“