როგორ გამოიყურება ზემოდან აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში –  “ტვ პირველის” აეროგადაღების კამერის კადრებით ირკევვა, რომ ჩანგრეულია მეხუთე, მეოთეხე და მესამე სართულების სართულშორისი ფილა. სინკარები და კედლის ნანგრევები კი ჰყრია პირველ და მეორე სართულზე.

მაშველებმა ახლა სწორედ ეს ნაწილი უნდა გაწმინდონ და ამ ოთხი სართულის ნანგრევებში იპოვონ დაკარგულები.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში 19 ნოემბერს, დილით მოხდა – „უსინათლოთა დასახლებაში“ 5-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.