„ის, რაც ოცნების კაცუნამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია” – თეონა აქუბარდია ბერაიას

„ის, რაც ოცნების კაცუნამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია" - თეონა აქუბარდია ბერაიასმმართველი გუნდის დეპუტატ ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხყოფას ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია, სოციალურ ქსელში ეხმაურება. დეპუტატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და “ქართულ ოცნებას” მიმართავს და ამბობს, რომ მათი არ ეშინია და ვერ გააჩუმებენ.

“ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუსს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!” – წერს აქუბარდია.ცნობისთვის, ბერაიამდე შეურაცხყოფა ანი წითლიძეს ალუდა ღუდუშაურმა მიაყენა, თუმცა არცერთ ფაქტზე პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია. შალვა პაპუაშვილმა ბერაიას გამოსვლის შემდეგ შესვენება გამოაცხადა.