თინა ბოკუჩავა – „მოვითხოვთ, უმრავლესობამ გადააყენოს ირაკლი ბერაია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან“

თინა ბოკუჩავა - „მოვითხოვთ, უმრავლესობამ გადააყენოს ირაკლი ბერაია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან“„მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან“ – განცხადება ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ენმ-ის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ გააკეთა და შალვა პაპუაშვილს მიმართა, დააყენონ ბერაიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ბოკუჩავას თქმით, ყველაზე ადეკვატური ამ შემთხვევაში ბერაიას მხრიდან მანდატის დატოვება იქნებოდა, თუმცა – „ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთეოთ მისი ამ ამორალური თავდასხმის გამო, რომელიც სუსისგაანა ორგანიზებული, დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა”- თქვა ბოკუჩავამ.