ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

ცეცხლი ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.