„შაქარლამა, რომელიც პირში დნება“  

„შაქარლამა, რომელიც პირში დნება“   ცომი არ საჭიროებს არც სოდა-ძმარს, არც გამაფხვიერებელს,
 მასალა :
1 კვერცხი
1 ჭიქა 250 გრამიანი შაქარი.
1 შეკვრა ვანილი.
მწიკვი მარილი.
ნახევარი ჭიქა ზეთი
250 გრამი მარგარინი ან კარაქი.
400 გრამამდე ფქვილი.
მომზადება:
ეს ყველაფერი მოვათავსოთ თასში ერთად მოვზილოთ ცომი.თავიდან ხელზე გვეკრობა და ეტაპობრივად ვამატოთ ფქვილი.ცომი უნდა გახდეს ელასტიური.დაახლოებით 15 წუთი სჭირდება…შემდეგ გავაბრტყელოთ ცერა თითის სისქეზე და სასურველი ზომის ნაჭრებად დავჭრათ.განვალაგოთ ტაფაზე და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.

სულ ესაა. დამიჯერეთ ნამცხვარი გამოდის უხრაშუნესი და პირში დნება.
მოგეწონებათ.

წყარო: გემრიელი. გე; ელენე გოგილაშვილის რეცეპტი