პირუტყვი მოსახლეობას დახოცილი დახვდა 

პირუტყვი მოსახლეობას დახოცილი დახვდა თბილისის გარეუბანში, თეთრი ხევის დასახლებაში რამდენიმე ძროხა, სავარაუდოდ, დენის დარტყმით მოკვდა. ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები.

წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო სადენის მთლიანობა დაირღვა, დენი გადავიდა სამაგრიდან ბოძზე და გადაეცა ღობეს, რომლითაც შემოსაზღვრული იყო სივრცე. სწორედ ასე დაარტყა პირუტყვს დენმა.

სამგორის რაიონში, თეთრი ხევის დასახლებაში ელექტროგადამცემი ხაზები კომპანია „თელასს“ ეკუთვნის. კომპანიაში „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ მათი თანამშრომლები ადგილზე არიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებთან თანამშრომლობენ.