რა ხდებოდა კესარია აბრამიძის მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ   

რა ხდებოდა კესარია აბრამიძის მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ   რა ხდებოდა კესარია აბრამიძის მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ – „პირველებმა” სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერები მოიპოვა.

კადრებში ჩანს, რომ ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძის სახლთან არსებულ მარკეტში 18:53 წუთზე შედის და 18:54 წუთზე გამოდის.

ამის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის საცხოვრებელ კორპუსში შედის და 18:55 წუთზე ლიფტთან დგას. 19:09 წუთზე კი კიბეებზე ჩამორბის და კორპუსიდან გადის.

26 წლის ბექა ჯაიანს, რომელსაც პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 20:00 საათიდან ეძებდა, დააკავა. „პირველების” ინფორმაციით, ბრალდებულს ხელბორკილები აეროპორტში დააკავეს. ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა.

დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.