ნიკა გვარამია – „სრული სიმშვიდით ვეუბნები ქოცებს – რუსული ომონი ვერ გიშველით“

ნიკა გვარამია - „სრული სიმშვიდით ვეუბნები ქოცებს - რუსული ომონი ვერ გიშველით“ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

„პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული. პარტიის აქტივისტები – ნაცემი და დაკავებული. მთავარი არხის მეგობარი ოპერატორი – ნაცემი და დაკავებული.
მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა.“