გიორგი გუდავა სოციალურ ქსელში წერს:
„მე ვარ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზირებულ ჯარისკაცი. მე მაქვს სრული უფლება ვილაპარაკო, იმათგან განსხვავებით, ვინც ჯარში თავი აირიდა გირჩის საბუთებით ან სხვა მეთოდებით. ვიცნობდი ოფიცრებს და სერჟანტებს, რომლებიც გვიყვებოდნენ 2008 წელს დაწყებული ომის შესახებ. მაშინაც იყო ნარატივი, რომ მიშამ დაიწყო ომი!
ჩვენთან ერთმა ჯარისკაცმა, დაუსვა კითხვა სერჟანტს რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდა ომში, ომი ჩვენ დავიწყეთ ?მან უპასუხა :“ბიჭებო, არასდროს დაიჯეროთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ჩვენ პასუხის გაცემა დავიწყეთ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ იყო.” მეტიც, სულ კითხვებს ვუყენებდით ოფიცრებს, როცა რუსული ჯარი გვბომბავდა, რატომ არ ვპასუხობდით.
დღემდე ჩამესმის იმ სერჟანტის სიტყვები: “ვისაც მაგას ამბობს, რომ ჩვენ დავიწყეთ, ის არის ქვეყნის მტერიო.” ეს მოხდა 2018 წელს.
მე ფიცი არ დამიდია ბიძინას პარტიის წინაშე, მე ფიცი დავდე ქვეყნის წინაშე. მე ვემორჩილები ქვეყნის მთავარ სარდალს, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი სარდალი არ არსებობს. მე არ ვაპირებ ქვეყნის მტრების ბრძანებების შესრულებას.
მიმიფურთხებია ისეთი ქვეყნისთვის, როგორადაც აქციე საქართველო, ყველგან ღალატის სუნი დგას!
დამძიმებული ვარ მთელი არსებით, მახსენდება ჩემი ფიცი ქვეყნის წინაშე და ამავდროულად ვისმენ ჩემი გენერლების დამცირებას, ქვეყნის დადანაშაულებას, მტრის გამართლებას.
ასე არასდროს შემრცხვენია, რომ ქართველი ვარ. ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, ყველა ესეა.
ფუჭია ყველაფერი, თუ თავმოყვარეობა არ გაგაჩნია. ფუჭია ყველა ტრადიცია და კულტურა, რომელიც უხვად აქვს საქართველოს“ .