კატეგორია: აქტუალური

საქართველომ რუსეთს სტრასბურში დავა მოუგო

2008 წლის აგვისტოს ომი - ცხინვალში მცხოვრები ოსი მოქალაქეების 3 საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურის სასამართლომ დაუშვებლად ცნო

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთს სტრასბურის სასამართლოში დავა მოუგო. აღნიშნულთან დაკავშირებით წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის […]

გახარიამ ვიცე-პრემიერებად ცქიტიშვილი და ზალკალიანი დანიშნა

გახარია - "პანდემიის მეორე ტალღა იწყება"

საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა. „დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტ-კოვიდური ეკონომიკური აღდგენა. ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი. გარდა ამისა, მეორე საკითხი, […]

“ოცნებაში” მთავარი დაპირისპირება კალაძესა და კობახიძეს შორისაა”- ანი მიროტაძე

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ - რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებაში” დაწყებულია ძალაუფლებისთვის ბრძოლა, – ვისა და ვის შორის არის ბრძოლა? – პირველი, ეს არის კობახიძე, კალაძე თავისი გუნდით და გახარია. მე უფრო დიდ დაპირისპირებას ვხედავ კობახიძესა და კალაძეს შორის. – აქამდე ხომ ერთ გუნდში იყვნენ? – მაშინ ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ. ახლა, როდესაც ქოლგა […]

„ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, გახარიას კალაძე შეცვლის“

„ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, გახარიას კალაძე შეცვლის“

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, მმართველი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება. “შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა. ინფორმაციას პრესამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, რადგან ის სამუშაო ვიზიტით არ წასულა. ოფიციალური […]

ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს

ირაკლი კობახიძე - "მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში"

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” მეოთხე თავმჯდომარეა. 2012-2013 წლებში, შემდეგ კი 2018 წლიდან ამ დრომდე პარტიას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, 2013-2015 წლებში “ქართული […]

სოსო ცინცაძე – “ივანიშვილს ქვეყნისთვის ვაქცინა უნდა ეყიდა და ისე წასულიყო”

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. – ბატონო სოსო, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან რატომ წავიდა?  – წავიდა იმიტომ, რომ პოლიტიკა მისთვის ტვირთია. ის არ არის პოლიტიკოსი. წასვლა დააგვიანა, მაგრამ ახლა იჩქარა. პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით ივანიშვილი არჩევნების მეორე დღესვე უნდა წასულიყო. მას უნდა ეთქვა, მოვაგებინე გუნდს არჩევნები და მივდივარო. […]

ლაშა ჩხარტიშვილი – “ოცნებას” არ აწყობს პანდემიის შემსუბუქება”

ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა - "ივანიშვილს ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების სალაფავი"

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციის ბრძოლა უახლოეს მომავალში გააქტიურდება. – ნურავის ექნება ილუზია, რომ ოპოზიციამ ხელი ჩაიქნია და ყველაფერი დასრულდა. წინ დიდი ბრძოლა და დიდი გამარჯვებაა. ხელისუფლებას დღეს ყველაზე მეტად აწყობს ის რეალობა, რომელიც ქვეყანაშია. – რატომ? – ჩუმად მყოფი, შეშინებული და სახლში გამოკეტილი ხალხი, რომელიც ვერაფერს ვერ აპროტესტებს, […]

კალაძეს პრემიერმინისტრობა მოუნდა – დაპირისპირება „ოცნებაში“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიული ბოსების მორიგი და დიდი ჯახის მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე მთავარი ბოსის გაცხადებული მემკვიდრეა, არც ისე მარტივადაა საქმე „ოცნებაში“. „2020NEWS”-ის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარეობაზე პრეტენზია სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების რეიტინგით N2-ს, თავად დედაქალაქის მერსა და პარტიის გენერალურ მდივანს, კახი კალაძეს აქვს. მეტიც, კალაძე […]

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნებიდან” და პოლიტიკიდან წავიდა

ივანიშვილი არჩევნებზე გამოჩნდა - "ზოგი პარტია ზედმეტად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს"

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ივანიშვილი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს და გადაწყვეტილების შესახებაც სწორედ აღნიშნულ წერილში საუბრობს. „ინტერპრესნიუსი“ ივანიშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო. ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, […]

“ოცნებაში” ახალი არჩევნების 2022-ში ჩატარებაზე ფიქრობენ” – ლადო სადღობელაშვილი

ლადო სადღობელაშვილი -  „არჩევნების გადადება ახლა ოპოზიციას აწყობს“

პოლიტიკური ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ხაზარაძეს წამოსცდა და ხელისუფლების კულუარებშიც მუსირებს აზრი, რომ 2022-ში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. – ხაზარაძემ თქვა ეს და მე მისგან გამიკვირდა, რადგან ხაზარაძეს ფულით ვერ იყიდის “ოცნება”. თუმცა არსებობს სხვა თემები, იგივე ანაკლიის პორტი და ასე შემდეგ, რის გამოც შეიძლება დაითანხმო ეს ადამიანი პარლამენტში შესვლაზეც და 2022-ის […]