აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დაიწყო. ერთ-ერთი მინისტრის სავარძელი კი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა – დავით ფაცაციამ ჩაიბარა. რეორგანიზაციის შედეგად, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა; დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, რომლის ფუნქციები აფხაზეთის მთავრობის შესაბამის დაწესებულებებს გადაეცა. რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის […]
კატეგორია: აქტუალური
პრემიერი – მაია ცქიტიშვილი, შს მინისტრი – ალექსანდრე ტაბატაძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო – გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობაში უახლოეს პერიოდში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. Front News International-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვიცე-პრემიერის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება, შს მინისტრად კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე. რაც შეეხება გიორგი გახარიას, შს მოქმედი მინისტრი მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამდებობას დაიკავებს, სადაც ის მიმდინარე წლის 30 აპრილს დაინიშნა. Front News International-ს ინფორმაციით, […]
მამუკა ტუსკაძე – “თავდაცვის სამინისტროში ტენდერებზე სასწაულები ხდება”
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა რატომ იშლება სახელმწიფო შესყიდვებზე გამოცხადებული ტენდერები? როგორ ხდება პირდაპირი შესყიდვები? ამ თემაზე “ახალ თაობას” პარტია “სოციალური სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი და უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე ესაუბრა. მამუკა ტუსკაძე: – სახელმწიფო შესყიდვები კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს. დღესაც ისეთივე მდგომარეობაა, რაც იყო 7 წლის წინ. კვლავ არის სახელმწიფო შესყიდვების პირობებზე მორგება. სახელმწიფო შესყიდვებში ჩართული არ არის […]
გია ვოლსკი – “მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!”
მე გეუბნებით, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის განცხადებით, მამუკა ბახტაძე არის ინტელექტუალური, ენერგიული და ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც მართვა შეუძლია. “დიდი ხანია, რაც მედია კითხვას სამთავრობო ცვლილებების შესახებ სვამს. როდესაც არის საკვაძნო, გარდამტეხი პერიოდი, ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, დგება წინასაარჩევნო წელიწადი, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ყოველთვის სვამენ კითხვას […]
სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება 1 სექტემბრიდან დაიბეგრება
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. კანონი ძალაში 2019 წლის 1 სექტემბრიდან შევა. კოდექსის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგი ოდენობით (თანხის მოცულობა ავტომობილის ძრავის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული): 3500 სანტიმეტრ კუბზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი – თვეში 300 ლარი; 2500 […]
ვის მისცა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის გამოსყიდვისთვის საჭირო 20 მილიონი?
ეროსი კიწმარიშვილის გაუხმაურებელი ჩანაწერები “2020NEWS”-მა ექსკლუზიურად მოიპოვა “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელის და გენერალური დირექტორის, ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერები. კიწმარიშვილი, რომელმაც 5 წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში თავი მოიკლა, ჩანაწერებში აფიქსირებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დონორი და დამფინანსებელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელსაც ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კიდევ ერთ ოლიგარქთან, ბადრი პატარკაციშვილთან. “ვარდების რევოლუცია” ახალი მომხდარი იყო. […]
ნიკა გვარამია – „პაატა სალიას ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება, ისტორიული ღალატისთვის. დამელოდოს“
“პირობას ვდებ, როგორც კი “ქოცები” გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში ფეხს დადგამს თუ არა საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება პირდაპირ ციხეში! პირდაპირ ციხეში, ამ კატასტროფის მოწყობისთვის და თანამონაწილეობისთვის ამ შეთქმულებაში საქართველოს მთავარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ეს არარაობაც. პირობას ვდებ, უბრალოდ ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს. პირდაპირ პირობა შეექმნება, რომ ვერ იცხოვროს პაატა სალიამ რუსთავი 2-ის ბოლო და ბნელმა დირექტორმა ქვეყანაში, […]
გიორგი მარგველაშვილი – “ჩემთვის გაუგებარია, შენი ცხოვრების მიზანი იყოს ის, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს”
„მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც იყო ორჯერ ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, ამ ადამიანმა თვითონ უნდა გაარკვიოს, შეწყალება გარკვეულწილად წყალობის გაღებაა, მე მიმაჩნია რომ ის ყველაზე მაღალ პოსტზე იყო და თვითონ უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი და არა მე სააკაშვილი შევიწყალო. მოქალაქეობაზეც ხომ საუბრობდნენ, რომ მე წავართვი,მე არ წამირთმევია, ბუნებრივად პროცედურულად შეუწყდა, მაგრამ არ შევდივარ მათთან პოლემიკაში. „ნაციონალურ […]
რას ვერ იყოფენ გახარია და კალაძე
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა მმართველ პარტიაში დალაგებული სიტუაცია არც ადრე იყო, მაგრამ ბოლო დროს იქ მაგრად აირია მონასტერი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუცია კიდევ უფრო დაიძაბება. ეს ბუნებრივი პროცესია – ასეთ დროს ყველა პარტიაში იძაბებიან. “ქართულ ოცნებაში” კი ნამეტანი ადრე მოუწიათ დაძაბვა. აქ არჩევნებზე მეტად იმის ეშინიათ, თუ რას იზამს საშემოდგომოდ ბიძინა ივანიშვილი. როგორც ამბობენ, სექტემბრიდან […]
ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია
ნიკა გვარამიამ პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. მას ბრალის დადგენილება ოფიციალურად გადასცეს. გვარამიამ პროკურატურის ეზოში ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. „ამ იდიოტიზმს არ წავიკითხავ. ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაცგულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყულად ბრალში არ მყოფი ეპიზოდის იქ მოყოლა დაუჯდება პატიმრობად.ყველა ეს ნაბიჭვარი ვინც ამ საშინელებებს აკეთებს ჩაჯდება ციხეში. არ […]










