ფინანსთა მინისტრი იმ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება აქვთ, მოუწოდებს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დაიწყონ. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული იყო მანკიერი პრაქტიკა როდესაც ტელევიზიები აგროვებენ ვალებს და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი ჩამოწერა. მინისტრის თქმით, ამჯერად ასე არ მოხდება და ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ივანე მაჭავარიანი მოუწოდებს ტელევიზიებს მაქსიმუმ ორი კვირის […]
კატეგორია: ეკონომიკა
სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება 1 სექტემბრიდან დაიბეგრება
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. კანონი ძალაში 2019 წლის 1 სექტემბრიდან შევა. კოდექსის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგი ოდენობით (თანხის მოცულობა ავტომობილის ძრავის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული): 3500 სანტიმეტრ კუბზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი – თვეში 300 ლარი; 2500 […]
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო – „საუკეთესო ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ მიიღო
საერთაშორისო გამოცემის, Global Finance-ის, მიერ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა. Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების გამარჯვებულები, უკვე მეოცედ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა: ციფრული სტრატეგია, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ოპერაციების მარტივად, სწრაფად და უსაფრთხო შესრულება, ციფრული […]
საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances(„CARTA“)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მესამე წარმატებული გარიგებაა. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს. […]
კახა კონიაშვილი – “საქართველოში ყველის 80% არალეგალურად იწარმოება”
“კონტროლის არარსებობის გამო ქართული ყველი ევროკავშირის ბაზარზე ვერ გადის”. ამის შესახებ bm.ge-თან რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში წარმოებული ყველის 80% არალეგალურად იწარმოება, რაც დარგის განვითარებას აფერხებს. კახა კონიაშვილი იმასაც ამბობს, რომ არალეგალური მწარმოებლების უკონტროლობა, ბაზარზე არასამართლიან კონკურენციას ქმნის, რაც ხელს უშლის ლეგალური მწარმოებლების საქმიანობას. კონიაშვილი ამბობს, რომ არალეგალური […]
დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ცოლის, ციცინო კალანდაძის, კომპანიამ ბიუჯეტიდან 3.1 მლნ ლარი მიიღო
“მდუმარე“ პარლამენტარი იოსებ მაკრახიძის ცოლის კომპანიამ ბიუჯეტიდან 3.1 მლნ. ლარი მიიღო – სავარაუდო კორუფციული სქემით პროკურატურაც დაინტერესდა. საუბარია“ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატ იოსებ მაკრახიძეზე, რომლის ოჯახის წევრები და ნათესავები ქალაქ გორში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში ყველაზე ხშირად იგებენ. პარლამენტში შესვლამდე, მაკრახიძე გორის მერის თანამდებობას იკავებდა, ამ პერიოდში (2014-2017 წლებში) კი თავისი ცოლისა და ძმის სახელზე […]
გურიაში თხილს 3-3,5 ლარად იბარებენ
დიდხნიანი პაუზის შემდეგ გურიაში თხილის ჩამბარებელი პუნქტები გაიხსნა. ამ ეტაპისთვის თხილის ფასი რეგიონში 3 დან 3,5 ლარია ფარგლებშია ხარისხის მიხედვით. როგორც თხილით მოვაჭრეები ამბობენ წლევანდელი წელი გამორჩეულია: „შემცირდა ფაროსანა, გაიზარდა თხილის ვარგისიანობა. პირობითად ვიღებთ 10 თხილს ტომარადან და რამდენი საღოც ამოვა იმდენ 35 თეთრს ვიხდით. საუკეთესო თხილში 3,5 ლარზე მეტსაც ვიძლევით. ასეთი ფასი ამ დროს […]
სახელმწიფო საპენსიო სისტემა 42 ათასამდე საჯარო მოხელემ დატოვა
საქართველოს საპენსიო სააგენტომ ევროპული საქართველოს წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვას წერილობით უპასუხა. ოფიციალური პასუხის მიხედვით, საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით 41,805-მა საჯარო მოხელემ დატოვა. კერძო სექტორიდან კი დაგროვებითი სისტემიდან 107,137 ადამიანი გავიდა. ჯამურად საპენსიო სისტემა 148,942 მონაწილემ დატოვა. ეს არიან ის ადამიანები, რომელთა ასაკიც 40 წელზე მეტია და რომლებიც ხელფასს ოფიციალური კონტრაქტების საფუძველზე იღებენ. საპენსიო სააგენტოს […]
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მუშები გაიფიცნენ
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. მათ საპროტესტო აქცია სამტრედიაში გამართეს და ხელფასების ანაზღაურება მოითხოვეს. მათი თქმით, სამი თვეა, კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც ერთი კვირაა, სამუშაოები შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძირითადად ხიდების სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე ხელფასები არ დაერიცხებათ. „ხელფასები არ აგვიღია, უკვე მესამე თვე სრულდება, თითქმის, […]
ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი დოლარი დაკარგა
მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონების 2,1% ერთ დღეში დაკარგეს. ამის მიზეზი კი ამერიკული საფონდო ბირჟების წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა გახდა. აღსანიშნავია, რომ Bloomberg Billionaires Index-ში შემავალი მილიარდერებიდან 21-მა სულ ცოტა 1 მილიარდის ქონება დაკარგა. ამის მიზეზი აშშ-ჩინეთს შორის გართულებული სავაჭრო ურთიერთობებია, რომელზეც რეაგირება მოახდინა ბაზარმა. დანაკარგი განიცადეს აზიელმა მილიარდერებმაც, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე მონაწილე […]










