ბაზარზე ქართული ზეთისხილით დამზადებული მწვანე ზეთისხილის მარინადი გამოჩნდება. პროდუქტს კომპანია “ქართული ზეთისხილი” გამოუშვებს, რომელიც უკვე აწარმოებს ზეთისხილის ზეთს. კომპანიის ინფორმაციით, პროდუქცია ბაზარზე დაახლოებით 2-3- თვეში გამოჩნდება. მანამდე კი პროდუქტი რამდენიმე ეტაპს გაივლის: კალიბრაცია ზომების მიხედვით, დასერვა და დამარილება. „ქართული ზეთისხილი“ მოაგვიანებით ბაზარზე შავი ზეთისხილის მარინადსაც გამოუშვებს. ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი, მაღალტექნოლოგიური საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში […]
კატეგორია: ეკონომიკა
მთავრობასა და კომპანიებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წესი იცვლება
“საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე გადაცემაში “ანალიტიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას კიდევ ერთ რეგულაციას სთავაზობს და კერძო სექტორთან პირდაპირი შეთანხმებების დადების შეზღუდვას სთხოვს, როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა პირდაპირი შეთანხმებების დადების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა? – […]
ირაკლი რუხაძემ ჰაიდელბერგცემენტის საქართველოში ბიზნესის 50% იყიდა
ჰაიდელბერგცემენტმა საქართველოში ბიზნესის 50% გაყიდა. წილის მფლობელი ცემენტ ინვესტი გახდა, რომლის მფლობელებიც თავის მხრივ თანაინვესტირების ფონდი და ჰუნეველ პარტნიორსია ჰუნეველ პარტნიორსი ირაკლი რუხაძის კომპანიაა. გარიგების ღირებულება 115 მლნ ევროა. 2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, როდესაც შეიძინა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების კომპანიებში (შპს “საქცემენტის” რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს “ქართული ცემენტი”). […]
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბათუმის პორტის ესტაკადის ტენდერი ,,ბლექ სი გრუპს’’ მოუგო
ბათუმის პორტთან გადასასვლელ საავტომობილო ესტაკადას „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ააშენებს. აღნიშნული ინფორმაცია ,,საქმის კურსს’’ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა. მათი თქმით, კომპანიამ წარმოადგინა ტენდერის პირობებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და დააფიქსირა დაბალი ფასი, სწორედ ამიტომ შეჩერდა ამ კომპანიაზე არჩევანი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სულ ორმა კომპანიამ მიიღო, „ბლექ […]
გიორგი სამანიშვილი – „ღვინის ექსპორტის ზრდის მიზეზი არის ის, რომ დარგი შეთანხმებულად მუშაობს“
„ღვინის ექსპორტის ზრდის და წარმატების მთავარი მიზეზი არის ის, რომ დარგი შეთანხმებულად მუშაობს“ – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“, „ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა“ გიორგი სამანიშვილმა განაცხადა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 10 თვის მონაცემით 59%-ით გაიზარდა. როგორც სამანიშვილი აღნიშნავს, წლის ბოლომდე დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და ექსპორტზე დაახლოებით 70 მილიონი ბოთლი […]
ბახვი 3 ჰესი ბონდების გამოშვებას იწყებს – საპროცენტო განაკვეთი 9.4%-ია
”ბახვი 3 ჰესი“ ნებისმიერ მსურველს სთავაზობს დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები სასესხო ფასიან ქაღალდებში – 10 წლიან ობლიგაციებში. ობლიგაციების მთლიანი ემისიის ნომინალური ღირებულებაა 1,267,000 აშშ დოლარი. შესყიდვის მინიმალური ოდენობა – 1,000 აშშ დოლარის ღირებულების 1 ობლიგაცია, ხოლო – წლიურად დარიცხული საპროცენტო განაკვეთი – 9.4%. ობლიგაციები დენომინირებულია აშშ დოლარში და შესაბამისად სარგებლის გადახდაც აღნიშნულ ვალუტაში განხორციელდება. – […]
ლარი კვლავ გაუფასურდა
მარეგულირებელმა “სილქნეტს” “გლობალ TV-ის” შეძენის უფლება მისცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით აცნობა. შეძენას დაქვემდებარებულ საოპერაციო აქტივებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები №F36 და №F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები წარმოადგენს. კომისიამ საქმის წარმოების შედეგად მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ აქტივების შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე […]
ოთარ ძიძიკაშვილი – “თუ ბანკს შეექმნება პრობლემა, სახელმწიფო ყველა დეპოზიტარს თანხას აუნაზღაურებს”
2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დეპოზტების დაზღვევის სისტემა შემოდის. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ოთარ ძიძიკაშვილი ამბობს, რომ რეფორმის შემდეგ შემცირდება როგორც მოქალაქეის, ასევე საფინანსო ინსტიტუტის შესაძლო რისკებიც. – დეპოზიტების დაზღვევის შემდეგ მოქალაქე დაცული იქნება ნებისმიერი საბანკო რისკისგან. თუ ბანკს შეექმნება გადახდისუნარიანობის პრობლემა, ეს არ იქნება მოქალაქის საზრუნავი, სახელმწიფო ყველა დეპოზიტარს 5.000 ლარამდე ოდენობის რიცხულ თანხას […]
“ქარელის ხილის” პროდუქცია გერმანიასა და ჰოლანდიაში გაიგზავნა
“ქარელის ხილის” პროდუქცია გერმანიასა და ჰოლანდიაში გაიგზავნა. კომპანიის ხელმძღვანელი თამარ რაზმაძე საქმის კურსთან ამბობს, რომ პროდუქცია გაგზავნეს რუსეთშიც. პირველ ეტაპზე საუბარია საცდელ პარტიებზე, რომელთა განთავსება უცხოურ ბაზრებზე სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა. თამარ რაზმაძე ამბობს, რომ “ქარელის ხილის” პროდუქციაზე დაინტერესება არის ამერიკიდანაც. პარალელურად კომპანია მუშაობს დიდი ბრიტანეთისა და დუბაის ბაზრებზე შესასვლელად. ამ ეტაპზე “ქარელის ხილი” […]










