აგვისტოში საქართველოს 1,080,449 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 232,068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +27.4%)-ია. აგვისტოს თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 573,368 შეადგინა, რაც 122,721-ით მეტია 2016 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +27.2%). საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ზაფხულის სეზონზე. ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 2,729,429 […]
კატეგორია: ეკონომიკა
აგვისტოში რძე, ყველი და კვერცხი გაძვირდა 5,4%-ით
2017 წლის აგვისტოში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 %, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ 5,7 % შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ერთ თვეში 0.5 % გაიზარდა ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, კერძოდ, რძე, ყველი და კვერცხი გაძვირდა 5,4 პროცენტით, ხილი და ყურძენი 1,7 პროცენტით. ფასები შემცირდა ბოსტნეულზე (-3,8 პროცენტი). ფასების ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის […]
ირაკლი მექვაბიშვილი შეიძლება აუდიტის სამსახურის უფროსი გახდეს
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა შესაძლოა, 5 სექტემბერს ოფიციალურად დასახელდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არ გამორიცხავს, რომ 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე, რომლითაც საშემოდგომო სესია გაიხსნება, მმართველმა გუნდმა აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს. იმავეს აცხადებს კიდევ ერთი უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი გია ვოლსკი. მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ 5 სექტემბერს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ ექნებათ. პირველი არხის ინფორმაციით, […]
ლარი ისევ გაუფასურდა – 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4502 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4502 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4502 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4387 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0115 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9177 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]
საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ აგვისტოში მილიონს გადააჭარბა
საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ერთ თვეში – აგვისტოში მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ მონაცემები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა, რომლის თანახმადაც, 2017 წლის აგვისტოში საქართველოს 1,080,449 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 232,068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +27.4%)-ია. აგვისტოს თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი […]
პეკინისა და მიცკევიჩის კვეთაზე 200 ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა
– 5 სექტემბერს, დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე ბულაჩაურის ქუჩიდან ცინცაძის ქუჩის მიმართულებით გზა სრულად დაიკეტება, – ამის შესახებ „საქმიანი დილას“ ეთერში თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. საღამოს 10-11 საათიდან კი 6 სექტემბრის დილამდე ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე საავტომობილო გზა დაიკეტება. – ხვალ დილიდან დაიწყება სრულად […]
“თუშეთში დასახლებული პუნქტების 80% ინტერნეტიზებულია”
“თუშეთში დასახლებული პუნქტების 80% უკვე ინტერნეტიზებულია”,- ამის შესახებ “საქმის კურსს” მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ და ააიპ “თუშეთის განვითარების ფონდის” წარმომადგენელმა უჩა სეთურმა განუცხადა. მისი თქმით, პროექტი, რომელიც თუშეთის ინტერნეტიზაციას გულისხმობდა, დასრულების ეტაპზეა. მის ფარგლებში 4 ცენტრალური და 3 დამატებითი ანძა დაიდგა, შედეგად, ინტერნეტი ხელმისაწვდომია ისეთ სოფლებშიც კი, სადაც მობილური კავშირი ხელმისაწვდომი არ არის. ანძები […]
ბაკურიანში ყინულის ახალი მოედანი მოეწყობა
ბაკურიანში ყინულის მოედნის მოსაწყობად წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული. საქართველოს მთავრობამ საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით თანხა 11 აგვისტოს გამოყო. ინტერესთა გამოხატვა 25 აგვისტოს დაიწყო და 11 სექტემბერს დასრულდება. როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საკონსულტაციო მომსახურება ითვალისწინებს საინჟინრო-საპროექტო მომსახურების გაწევას. მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნავს, რომ პროექტი უნდა მოიცავდეს ყინულის მოედანს, რომელზეც შესაძლებელი იქნება […]
კვირიკაშვილი – “ქუთაისის აეროპორტთან უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება”
– ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გასაფართოებლად, – განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთში მერობის კანდიდატების წარდგენისას. მისი თქმით, შენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი და სადგური; უახლოეს მომავალში დაიწყება ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ქუთაისის აეროპორტის მახლობლად, რაც პრემიერის განცხადებით, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. – […]
“აგროჰაბი” მომავალი წლის გაზაფხულიდან ვაკეში გაიხსნება
“აგროჰაბი” მომავალი წლის გაზაფხულიდან ვაკეში გაიხსნება. ამის შესახებ “საქმის კურსს” აგროჰაბის წარმომადგენელმა გიორგი ჯაშიაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი ჰიპერმარკეტის გახსნა მაისში “აქსის თაუერსში” იგეგმება. აგრო პროდუქტების ჰიპერმარკეტი 2.460 კვ.მ-ზე განთავსდება. საქართველოში “აგროჰაბის” პირველი ჰიპერმარკეტი გასული წლის ბოლოს გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარი ჩაიდო. კომპანია “აგროჰაბს” აქვს საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმა. კომპანიას აქვს რძის […]










