კაფე „ლეღვი“ უკვე ერთი წელია, რაც სარესტორნო ბიზნესში გამოჩნდა, ის ლეღვთახევში მდებარეობს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი თანადამფუძნებელი ნათია ნადირაშვილი აცხადებს, კაფეზე მოთხოვნა დიდია და დღის განმავლობაში „ლეღვი“ სრული დატვირთვით მუშაობს. ნადირაშვილი ჩვენთან კაფეს დაფუძნების ისტორიასა და მის სამომავლო განვითარებაზე საუბრობს. – კაფე “ლეღვი” ერთი წლის წინ დაფუძნდა. ლეღვთახევის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე გაჩნდა იმის საჭიროება, რომ აქ მსგავსი […]
კატეგორია: ეკონომიკა
ივლისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 228.4 მლნ ლარით გაიზარდა
ივლისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 228.4 მლნ ლარით (2.9 პროცენტით) გაიზარდა და 8.13 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივლისში 8.9 მლნ აშშ დოლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.69 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 56.8 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.5 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას […]
ბანკების და მათთან დაკავშირებული კომპანიების ობლიგაციები სესხების უზრუნველყოფაში აღარ ჩაიდება
ბანკების და ბანკებთან დაკავშირებული კომპანიების ობლიგაციები სესხების უზრუნველყოფაში აღარ ჩაიდება. ცვლილება „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში შევიდა. ინფორმაციას gbc-ზე დაყრდნობით, Commersant-ი ავრცელებს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დაზუსტდა სესხის უზრუნველყოფის სახეობები, რომელსაც წარმოადგენს: საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
თბილისის აეროპორტში ფრენები ახალმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Buta Airways-მა დაიწყო
1 სექტემბერს აზერბაიჯანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიკომპანია Buta Airways-მა ბაქო-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. ამის შესახებ, ინფორმაციას აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, ავიაკომპანია რეისებს კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს ემბრაერის E190/E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. Buta Airways აზერბაიჯანის ფლაგმანი ავიაკომპანიის AZAL-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და ბაქოს ჰეიდარ […]
ლარი დოლარისა და ევროს მიმართ კვლავ გაუფასურდა
ლარი დოლარისა და ევროს მიმართ ისევ გაუფასურდა. 1 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა დოლარის მიმართ. შედეგად ერთი დოლარი 2.4387 ლარი ღირს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.86 თეთრი შეადგინა. ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც. ერთი ევრო 2.9057 ლარი ღირს. დღეს მოქმედი კურსი 2.8809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ […]
დღეიდან ახალი 5-ლარიანი მიმოქცევაში გავა
დღეიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს გაუშვებს. განახლებული 5 ლარი მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – “მეთევზე წითელ პერანგში” და […]
ქართული ჭაჭა ექსპორტზე რუსეთში გავა
ქართული ჭაჭა “ზეარისი” ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ ექსპორტზე რუსეთში გავა. ამის შესახებ “საქმის კურსს” კომპანიის ხელმძღვანელმა რამაზ კრიჭინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ქართული პროდუქციის მეზობელ ქვეყანაში გატანა 10-15 დღეში იგეგმება. როგორც რამაზ კრიჭინაშვილი ამბობს, უახლოეს მომავალში ოფისს გახსნიან უკრაინაში, სადაც ასევე დაიწყება პროდუქციის ექსპორტი. “ზეარისის” ხელმძღვანელის თქმით, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში კომპანიამ მცირე პარტიები გაიტანა, რუსეთში კი […]
“რუსთავი ჯგუფს” 53.500 დოლარის ჯარიმა დაეკისრა
“რუსთავი ჯგუფს” 53.500 აშშ დოლარის ჯარიმა დაეკისრა. მიზეზი საქართველოს მთავრობას, შპს “რუსთავი ჯგუფსა” და შპს “რუსმეტალს” შორის 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების დარღვევაა. მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს “ლუხუნი 2” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ღია აუქციონის (“ინტერესთა გამოხატვის”) გამოსაცხადებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს […]
“ენგურჰესის” რეაბილიტაციისთვის EBRD 28 მილიონი ევროს 15-წლიან სესხს გამოყოფს
“ენგურჰესის” რეაბილიტაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 28 მილიონი ევროს 15-წლიან სესხს გამოყოფს. საქართველოს მთავრობამ მოიწონა “ენგურჰესის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შემოთავაზებული სესხის ძირითადი ფინანსური პირობები: • სესხის ოდენობა –28 მილიონი ევრო; • სესხის ხანგრძლივობა –15 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3.5 წელი); • საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ცვლადი, […]
ვახტანგ აბაშიძე თვეში 20.522 ლარს იღებდა, კახა ბექაური – 14.499 ლარს, ირინა მილორავა – 12.300 ლარს – ხელფასები ქართულ მარეგულირებელ კომისიებში
საქართველოში ორი მარეგულირებელი კომისია მოქმედებს – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. სემეკში სულ 4 წევრი შედის – თავმჯდომარე და კომისიის 3 წევრი. კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 5- თავმჯდომარე და კომისიის 4 წევრი. კომისიებში ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყაროა კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი პირებისაგან მიღებული რეგულირების საფასური- სემეკის შემთხვევაში და […]










