კონსალტინგური კომპანია Knight Frank-ს კვლევის მიხედვით, 2016 წელს დაბანდების ალტერნატიულ წყაროებს შორის ყველაზე მომგებიანი იყო ღვინო. ამავე კვლევის მიხედვით, საკოლექციო ღვინოების ფასები 24% -ით გაიზარდა და გაუსწო რარიტეტული ავტომობილების ფასების ინდექსს, რომელმაც 2016 წელს მხოლოდ 6%-ით მოიმატა. გასული 10 წლის განმავლობაში ღვინის აქტივები გაძვირდა 267% , შედარებისთის – S&P-ს ინდექსი 10 წელიწადში გაიზარდა მხოლოდ 57%-ით, […]
კატეგორია: ეკონომიკა
2016 წელს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 39% მარჯვენასაჭიანი იყო
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა, ხოლო, რაც შეეხება რეექსპორტს, მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების რეექსპორტი 37%-ით შემცირდა და საერთო რეექსპორტის 8% შეადგინა. 2016 წელს საქართველოდან ექსპორტ-რეექსპორტირებული ავტომანქანების უმრავლესობა კვლავ სომხეთსა (57%) და აზერბაიჯანში (9%) გადის, თუმცა აზერბაიჯანში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 62%-ით შემცირდა, ხოლო სომხეთში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა – 25%–ით. იმპორტიორ […]
კასპის სასურსათო ქარხანას ნატურალური წვენების საამქროსა და სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა შეჩერებული აქვს
კასპის სასურსათო ქარხანას ნატურალური წვენების საამქროსა და სამაცივრე მეურნეობის პროექტი ფინანსების არარსებობის გამო შეჩერებული აქვს. ამის შესახებ“საქმის კურსს” კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ მერაბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაფინანსების მოპოვებას სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით შეეცდებიან. – ახლახანს წარადგინა გიორგი კვირიკაშვილმა “აწარმოე საქართველოში” განახლებული პროექტი, სწორედ ამას ველოდებოდით. უახლოეს მომავალში მივმართავთ სახელმწიფო პროგრამას, რომ დაფინანსება მოვიპოვოთ, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. […]
ქართველები რუსული Forbes-ის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების სიაში
რუსული Forbes ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგს აქვეყნებს. 200 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის ორი ქართველიც მოხვდა. 103-ე ადგილზე ეროვნებით ქართველი ვიაჩესლავ მირილაშვილია, რომელიც 2017 წლის მონაცემებით 950 მილიონ დოლარს ფლობს. ის რუსული სოციალური ქსელის – ВКонтакте – დამფუძნებელია. ბიზნესმენმა 2013 წელს სოციალური ქსელის 40% 700 მილიონ დოლარად United Capital Partners-ს მიყიდა. 950 მილიონი დოლარის ქონებით მირილაშვილი გასულ […]
ავტოიმპორტიორებს შეკვეთები 70-80%-ით შეუმცირდათ
ავტოიმპორტიორი კომპანიები შეკვეთების შემცირებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ამის მიზეზი 2017 წლიდან მსუბუქი ავტომობილების გარკვეულ კატეგორიაზე აქციზის ზრდაა. როგორც კომპანია “რობანი მოტორსის” თანადამფუძნებელი, ელგუჯა ჯამაგიძე „ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, ბოლო დროს მათ კომპანიას შეკვეთები 80%-ით შეუმცირდა. – შეკვეთები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. უშუალოდ ჩვენს კომპანიაში შეკვეთა 80%-ით შემცირდა. მოქალაქეები, რომლებიც მანქანის გამოცვლასა და განახლებაზე ფიქრობდნენ, ახლა გაჩერებული არიან. ასე […]
კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლებას ორგანული კანონი მოაწესრიგებს
საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლებას ორგანული კანონი აწესრიგებს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტის მე-17 მუხლში (საკუთრების უფლება) შემდეგი ჩანაწერი გაკეთდება – “მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი”. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში მიწასთან დაკავშირებით ჩანაწერის რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის იყო: 1) […]
სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს
“აწარმოე საქართველოში” განახლებულ სტრუქტურას, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 19 აპრილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართა, მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს. ახალი სტრუქტურა ეკონომიკური განვითარების 3 ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს – ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს გააერთიანებს. – ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება სამი მიმართულება: “აწარმოე საქართველოში-ბიზნესი”, “აწარმოე საქართველოში-ექსპორტი” და “აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია.“ გარდა ამისა, სააგენტოს დაემატა ეკონომიკური ატაშეების […]
ხუდონჰესის პროექტიდან ინვესტორი გაუშვეს. ჰესი შეიძლება სახელმწიფომ ააშენოს
დღეს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ “ხუდონჰესის” ინვესტორ „ტრანს ელექტრიკას“ პროექტიდან გასვლა შესთავაზა. “ხუდონჰესთან” დაკავშირებით განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა. – ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორ კომპანიასთან. გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ და შესაბამისად, შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პროექტი. აუცილებლად უნდა განხორციელდეს და აშენდეს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, […]
გიგა ბათიაშვილი: ,,სამთავრობო ქალაქი უმჯობესია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყოს”
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი დადებითად აფასებს თბილისში სამთავრობო ქალაქის მოწყობის იდეას, თუმცა საქართველოს მთავრობას ტერიტორიის არჩევანს უწუნებს და აცხადებს, რომ ასეთი ქალაქი არა ორთაჭალაში, არამედ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, საჯეირნოზე უნდა მოეწყოს, რომელიც ასევე, საუკეთესო სარეკრეაციო ზონაა ტურისტული პერსპექტივებით. როგორც „სითი კვირას” გიგა ბათიაშვილმა განუცხადა, სასიხარულოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში სამთავრობო ზონის შექმნის საკითხი რომ წამოჭრა, […]
სსფ – საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს საპარტნიორო ფონდის ბალანსი
საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საპარტნიორო ფონდის სესხს 2017 წელს 20 მილიონ დოლარამდე შეზღუდავს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფიქრობს, რომ საქართველოში ფისკალური რისკის შემცირება საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) პროექტის შესახებ კანონით მოხდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა […]










