პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შესამცირებელია. – რა შეხების წერტილებსა და რა შერიგებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ერთი მხარე ამბობს, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკური თამაშიდან, მეორე კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ უნდა განთავისუფლდეს ციხიდან და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. აქ, სადმე არის შეხების წერტილი?! – ნიკა […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“ხაზარაძეს დაიჭერენ და მან რეიტინგით ნაციონალებსაც შეიძლება გადაასწროს” – შალვა ხაჭაპურიძე
უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის საქმეზე საუბრობს. – როგორც იურისტს, ხაზარაძის საქმეზე რისი თქმა შეგიძლიათ? – ამ საქმის მასალებს ასე თუ ისე ვიცნობ. წაკითხული მაქვს უცხოელი ქალის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც მან ხაზარაძის საქმეზე გააკეთა, თუ ამ დასკვნით ვიხელმძღვანელებთ, ხაზარაძის და ამ ორი პირის ქმედებაში დანაშაული არ იკვეთება. რაც შეეხება იმას, დაიჭერენ თუ […]
“ოცნებას” ღარიბაშვილის გაშვება აწყობს” – თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – რა ხდება ხელისუფლების შიგნით, მართლაც იგეგმება ღარიბაშვილის გაშვება? – კი, შესაძლებელია, მაგრამ რას შეცვლის ეს?! ღარიბაშვილზე შედარებით სიმპათიური ფიგურა თუ მოვიდა, ის ხომ უფრო გაამყარებს „ოცნებას“. მათ ისევ უჩნდებათ შანსი, რომ ის ნეგატივი, რომელიც „ოცნებამ“ ამ პერიოდში აიკიდა, ისევ ღარიბაშვილს აჰკიდონ და გაუშვან. განტევების […]
გია ხუხაშვილი – “ოპოზიციამ “ოცნებას” ბრძოლა მოუგო, მაგრამ ომი არ მოუგია”
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბოს, რომ საააკაშვილი ჩამოვიდა პოლიტიკურ პროცესში თავის სიცოცხლეს ფსონად, ივანივილმა კი მისი სიცოცხლით ითამაშა. – ეს იყო წმინდა პოლიტიკური თემა და ეს არის უბედურება, რომ ორივე მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თამაში მიმდინარეობდა. – კი ბატონო, მაგრამ მეც, რომელიც არასდროს ვუჭერდი სააკაშვილს მხარს, ამ სიტუაციაში ვითხოვდი მის კლინიკაში გადაყვანას და ასეთი […]
“ნაციონალებმა უნდა გადაწყვიტონ, მელია უნდათ თუ არა” – პაატა ზაქარეიშვილი
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს. – სააკაშვილი აქ, ციხეში ჩასაჯდომად არ ჩამოსულა. რა გეგმები აქვს ნაცმოძრაობას? ფაქტია, რომ რევოლუცია აღარ გამოვა. – დიახ, არ გამოვა. აშკარაა, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური პარტიები ახდენენ თავისი შედეგების რევიზიას და გადაფასებას. არ იქნებოდა ურიგო, რომ ნაცმოძრაობამ ჩაატაროს ყრილობა, შეაფასოს რა ხდება და ყრილობამ მიიღოს […]
ანა ბუჩუკური – “ჩვენი პარტია არც “ოცნებას” მიეკედლება და არც ნაციონალებს”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ხელისუფლებისთვის დიდი კომფორტია. – ანუ, თავისდაუნებურად ნაციონალური მოძრაობა მუშაობს “ქართულ ოცნებაზე”? – ისინი ერთმანეთს ასაზრდოებენ, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა რომ არ არსებობდეს, “ქართული ოცნების” პერსპექტივა მცირდება. “ქართული ოცნება” რომ არ არსებობდეს, ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივაც მცირდება. ეს არის ორი რადიკალური პოლიტიკური ორგანიზაცია, […]
რომან გოცირიძე – “ჩვენ “ოცნებას” კი არ გავანადგურებთ, ოპოზიციაში გავუშვებთ”
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს ოპოზიცია ერთიანია. – აქტიურად გამოდის ხმები, რომ ყველა ლიდერს სხვადასხვა მოსაზრება აქვს. და ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება. ამაზე რას იტყვით? – ეს სუს-ის და “ქართული ოცნების” შემოგდებული თემაა. მუდმივად ხდება მსგავსი ჭორების გავრცელება და ასე არაერთი პარტია დაუშლიათ საქართველოში ამნაირი მეთოდებით. […]
“სააკაშვილს აშშ-ის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, დაჭერას ვერ გაუბედავდნენ” – მირიან მირიანაშვილი
პოლიტიკური ორგანიზაცია “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის მომხრეებს მისი პოლიტიკაში დაბრუნება სურთ. – მოვლენები უნდა გადავიდეს სამართლებრივ ჭრილში. უნდა ამუშავდეს სააკაშვილის ქეისი არა მარტო იმ საქმეებზე, რისთვის მიესაჯა მას პატიმრობა. არსებობენ სხვა მომჩივნები. მათაც უნდა მიეცეთ სააკაშვილისათვის სამართლებრივი პრეტენზიების წამოყენების უფლება. – ნაცმოძრაობის წევრების მტკიცებით, სააკაშვილი დასავლეთის ზეწოლით გადაიყვანეს ჰოსპიტალში. […]
დავით ზურაბიშვილი – “არ მესმის, რატომ გადაეკეტათ ასე ტვინი მიშას კლინიკაში გადაყვანაზე”
პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანაზე საუბრობს. – როგორ წარიმართება პროცესები ქვეყანაში? – პროცესები ძალიან ცუდად წარიმართება და საქმე ან ცუდად იქნება, ან კიდევ უფრო ცუდად. – სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ სააკაშვილს? – მე მგონია, რომ მოუწევთ. თუ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოუწევთ. სტრასბურის პოზიციაც მნიშვნელოვანია. მე საერთოდ არ მესმის, რატომ გადაეკეტათ […]
“სააკაშვილი პროცესებს ციხიდან მართავს, ბერკეტები კი “ოცნების” ხელშია” – თორნიკე შარაშენიძე
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ სააკაშვილი არის წინააღმდეგობრივი ადამიანი, რომელსაც გაკეთებული აქვს ბევრი კარგიც და ცუდიც. – სააკაშვილი ციხიდან მართავს პოლიტიკურ პროცესებს. – ინიციატივა ძალიან ხშირად არის მის ხელში. ბერკეტები დღეს მთავრობის ხელშია. სააკაშვილის მოწოდებებით კი გამოდიან ქუჩაში, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც მას უნდა. რესურსების და ბერკეტების ხარჯზე, ჯერჯერობით […]