ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს. – თურმე ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან. ღარიბაშვილის გაპრემიერებით კი დავინახეთ, რომ ის არსადაც არ წასულა. ის განსხეულდა ღარიბაშვილში, “ქართული ოცნების” სხვადასხვა წარმომადგენლებში. თქვენ იცით, რომ რამდენიმე ასეული მილიონი წაიღო ღარიბაშვილის კლანმა, მაგრამ ამის გამო პასუხი არავინ მოსთხოვა. […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნება“ მელიას ნაღმზე აფეთქდა“
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილი წავიდა იმიტომ, რომ მან ჩათვალა, რომ ოპოზიცია ვერაფერს დააკლებდა თუნდაც იმ სუსტ გუნდს, რომელიც მან დატოვა ხელისუფლებაში: – ხელისუფლებაში უმეტესობა იმდენად ცხელთავიანი დარჩა, რომ თავიანთივე დადებულ ნაღმებზე აფეთქების საშიშროება ძალიან მაღალია და მელიას ეპიზოდში პირველივე ნაღმზე აფეთქდნენ. ივანიშვილის წასვლისა თუ გვერდზე გადგომის შემდეგ ეს იქნება პირველი […]
“სააკაშვილს მელია პარტიის თავმჯდომარედ არ უნდოდა” – პეტრე მამრაძე
ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე “ახალ თაობასთან” სააკაშვილსა და მელიას შორის ურთიერთობაზე საუბრობს. – მელია სააკაშვილის კონკურენტია? – სააკაშვილს სულაც არ უნდოდა მელიასნაირი ფიგურა პარტიის თავმჯდომარედ. სააკაშვილს თავისი მონა-მორჩილი გრიგოლ ვაშაძე უნდოდა. მელიამ გრიგოლ ვაშაძეს აჯობა. პარტიამ ასე გადაწყვიტა, ანუ სააკაშვილს კონტროლი გაექცა. მერე ჩაყოლას ჩათრევა სჯობსო და გამოაცხადა, ნახეთ, პარტიაში როგორი დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთო. დემოკრატიული […]
“კალაძეს ვურჩევ, გახარიას მიბაძოს” – ლაშა ჩხარტიშვილი
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ლაშა, კახა კალაძის ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან თქვენ რითი ხსნით? – კახა კალაძე გრძნობს, რომ “ქართული ოცნების” გემი იძირება, თუმცა ბოლომდე ვერ ბედავს ბორტიდან გადახტომას. ყველა გრძნობს შიგნით თუ გარეთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასასრულისთვის ემზადება, მაგრამ მანამდე რეპრესიებით […]
თაკო ჩარკვიანი – “გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამოვრიცხავ”
პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას შესახებ საუბრობს. – ოპოზიცია ამბობს და ალბათ თქვენც, რომ გახარიამ გადადგა სწორი ნაბიჯი. იმ ყველაფრის ფონზე, რაც ვნახეთ 20 ივნისს, მზად ხართ, ითანამშრომლოთ გახარიასთან, თუ ის პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს? – არა! ნაბიჯი გადადგა ამ ეტაპისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ჩამოერეცხა 20 […]
“ოცნებამ” მელიას დაჭერით ძალის ჩვენება მოინდომა, მაგრამ დასავლეთის უმძიმესი რეაქცია მიიღო” – თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ძალაუფლებაში ყოფნა ყველას აგიჟებს. – საოცარია ამდენი სისულელის ჩადენა ჯერ ოპოზიციის და მერე ხელისუფლების მხრიდან. ჯერ ოპოზიციამ ჩაიდინა ამდენი სისულელე, მაგრამ ხელისუფლებამ იმდენი სისულელე ჩაიდინა, რომ ოპოზიციის ჩადენილი სისულელეები ისევ ოპოზიციის გამარჯვებად აქცია. – დასავლეთი მკაცრ შეფასებებს აკეთებს. რა მოლოდინი გაქვთ? – 7 ნოემბრის შემდეგ მე ასეთი […]
გია ხუხაშვილი – “პოლიცია ღარიბაშვილსაც დაიჭერს”
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება აბსურდულ ვითარებაშია: – მელიასთვის არავის არაფერი მიუსჯია. თეორიულად ჯერ კიდევ შეიძლება, რომ მელია გამართლდეს ამ საქმესთან დაკავშირებით. ის არ არის მსჯავრდებული. ამიტომ, როდესაც ადამიანს ასეთი პომპეზურობით იჭერ და, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარეა, რა თქმა უნდა, საქმე პოლიტიკურია. ტაქტიკური მარცხი განიცადა ხელისუფლებამ. იმაზე აღარაფერს […]
“გახარია, ივანიშვილის დახმარებით, ოპოზიციურ პარტიას შექმნის” – რამაზ საყვარელიძე
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ გახარიამ შეიძლენა მესამე ძალა შექმნას: – ამ ტიპის პოლიტიკურ კონფიგურაციაზე უკვე შეიძლებოდა ფიქრი ივანიშვილის გამოსამშვიდობებელი ინტერვიუს შემდეგ. ოპოზიცია ახალი შემადგენლობით – თითქოს ამ ინტერვიუს გზავნილიც ეს იყო. მართალია, კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელი და გვარი არ უთქვამს, მაგრამ რთული მისახვედრი არ არის, რომ ასეთ დროს ფსონს რეიტინგულ ფიგურაზე დებენ. […]
“საგარეჯოში არაბეთის მოქალაქემ 10 ჰექტარი მიწა იყიდა” – ნიკოლოზ მჟავანაძე
უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საგარეჯოში არაბეთის მოქალაქემ, მოჰმოუდ სამი ბადავი მოჰამედმა 10 ჰექტარი მიწა იყიდა: – მაქვს ამონაწერი რეესტრიდან, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს. ეს 10 ჰექტარი მიწა მან დაყო ნაწილ-ნაწილ. იქ მთელი ქალაქი კეთდება. არაბეთის მოქალაქეებზე უნდა გასხვისდეს ეს მიწები და უნდა ააშენონ იქ სახლები. საგანგაშოა ეს ყველაფერი და ამაზე არავინ […]
“თავისი უტვინობით “ოცნებამ” ნაციონალებს ახალი მუხტი მისცა” – გიგლა ბარამიძე
დამოუკიდებელი პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობასთან” ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტიკური კრიზისი უფრო გაღრმავდა? – სამწუხაროდ, მძიმე ვითარებაა. თქვენს კითხვებს ვპასუხობ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, რომელიც არც ერთ მხარეს არ ეკუთვნის. არასდროს ვყოფილვარ ნაცმოძრაობასთან. პირიქით, სააკაშვილი პოლიტიკურად მდევნიდა. არც „ქართულ ოცნებაზე“ ვარ ჩამოკიდებული და მასაც არ ვაკლებდი კრიტიკას. გიორგი გახარიას […]