ნონა ცაბაძე, ახალი თაობა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას? ხელისუფლების მისამართით მაინც ისმის კრიტიკა, რა შეცდომებს უშვებს გახარიას გუნდი? – სიმართლე გითხრათ, მე განსაკუთრებულ შეცდომებს ვერ ვხედავ. ის მთავარი პრობლემა რაც არის, ჯანდაცვის პრობლემა, ამას საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. არავინ ვართ […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
უჩა ნანუაშვილი – “20 ივნისზე გახარია იმას იბრალებს, რაც არ ჩაუდენია”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა სახალხო დამცველმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 20-21 ივნისის მოვლენებზეც არის საუბარი. კერძოდ, რაციის ჩანაწერებით ირკვევა, რომ აქციის დარბევისა და რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არც მაშინდელ შს მინისტრს (ახლანდელ პრემიერს) გიორგი გახარიას და არც მის მოადგილეებს გაუცია. თუმცა, გახარია ისევ თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას. რა სურათი გამოიკვეთა სახალხო დამცველის დასკვნით, უნდა დაინტერესებულიყო […]
ნიკოლოზ მჟავანაძე – „კახა ოქრიაშვილი რომ ისევ მიშასთან იყოს, არ გამიკვირდება, აფთიაქებმა პირბადეები სააკაშვილის ბიბლიოთეკას გადასცეს“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს. – ბატონო ნიკოლოზ, სოციალურ ქსელში თქვენსა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი? – თქვენთვისაც კარგადაა ცნობილი, თუ როგორი დეფიციტია პირბადეების. გულით რომ გინდოდეს არც ერთ აფთიაქში პირბადე არ იყიდება. სწორედ აქედან გამომდინარე ვთქვი, რომ როგორ მოხდა, […]
ვახტანგ ძაბირაძე – „ოცნების“ რეიტინგი განულდება, თუ ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს“
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, ოპოზიციამ თავის დროზე განაცხადა, რომ ის წყვეტს ოპონირების რეჟიმს. თუმცა, უკვე გაისმა კრიტიკა თუნდაც მაღალ საჯარიმო სანქციებზე. შეიძლება ხელისუფლებამ უკან დაიხიოს ამ მიმართულებით? – ოპოზიციამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, ოპონირების რეჟიმიდან თანამშრომლობის რეჟიმზე გადავდივართო. ამ გადაწყვეტილებამ […]
ლევან ალაფიშვილი – „2 მილიონი ჯარიმიდან ხელისუფლება 20 ათასსაც ვერ ამოიღებს“
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილ საჯარიმო სანქციებსა და მათ აღსრულებაზე საუბრობს. – ბატონო ლევან, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის მხოლოდ ერთ დღიში 491 პირი დააჯარიმა. ჯამში დაახლოებით 2 მილიონ ლარზეა საუბარი. ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით ჯარიმდება, იურიდიულ პირი _ 15 ათასით. ცოლ-ქმარი აფთიაქში დისტანციის დარღვევისთვის […]
გიორგი ბარამიძე – „გახარიას განცხადება უტიფარი ტყუილი და უნამუსობაა”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ნაციონალური მოძრაობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების საკითხზე ხელისუფლებას ახალ გეგმას სთავაზობს. პარტია მზად არის, ხელისუფლებას ფული გადაურიცხოს, ოღონდ იმ პირობით, თუ ხელისუფლება უკრაინულ ავიაკომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელისუფლების პასუხში მკაფიოობა ისევ არ იგრძნობა. რატომ გადაიზარდა ერთი შეხედვით კეთილი საქმის კეთება ისევ ორპარტიულ პოლიტიკურ კინკლაობაში, ჰქონდათ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი […]
ხატია დეკანოიძე – „ოცნების“ დეპუტატმა მკოიანმა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ქუჩაში თავისუფლად დადის“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ნაციონალური მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასა და მის დაკავებას მოითხოვს. საქმე ეხება 26 მარტს ახალქალაქში მომხდარ გარჩევას, რომელშიც ენზელ მკოიანი მონაწილეობდა. ამ გარჩევის გამო ხულიგნობის მუხლით დააკავეს პატრიოტთა ალიანსის წევრი სამველ პეტროსიანი და ასევე მკოიანის ძმისშვილი არმენ მკოიანი. ამ […]
ლევან ხაბეიშვილი – „ხალხი შიმშილის პირასაა, კალაძე კი ხან ნაგვის ურნებს ხსნის, ხან სკამებს უკვეთავს»
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლევან ხაბეიშვილი პასუხობს. – ლევან, რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად ისმის კრიტიკა ხელისუფლების მისამართით. რას ვერ, ან არ აკეთებს სწორად ხელისუფლება? – მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, პანდემიას ებრძვის. მინდა, რომ ყველა ადამიანს ჯანმრთელობა ვუსურვო. ოპოზიციას ერთგვარი მორატორიუმი გვქონდა გამოცხადებული, გვერდზე გადავდეთ […]
არჩილ გამზარდია – „დიქტატურის ზღვარზე ვდგავართ“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, მიიჩნევს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა დიქტატურის ზღვარზე დგას, ხელისუფლება უსაზღვრო ძალაუფლებას ფლობს და ამას არაკეთილსინდისიერად იყენებს. არჩილ გამზარდია “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს. – არჩილ, რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება შესაძლოა ერთპიროვნულ და დიქტატორ მმართველად ჩამოყალიბდეს? – როდესაც ცხადდება საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი, ამ ყველაფერს აქვს თავისი მკაცრი ზომები, თუმცა […]
ნიკა ჩიტაძე – „შეუძლებელია, „ოცნების“ რეიტინგმა რადიკალურად მოიმატოს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა კორონავირუსი მთელ მსოფლიოს ტვირთად აწევს. გარდა ჯანმრთელობისა და ადამიანური ტრაგედიებისა არსებობს მკვეთრად უარყოფითი მოლოდინი ეკონომიკასთან მიმართებითაც. სხვადასხვა ქვეყნები ამისთვის უკვე ემზადებიან. სავარაუდოდ ამას დიდი გავლენა ექნება პოლიტიკურ პროცესებზეც. საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა უკვე აშკარაა. ობიექტური მიზეზების გამო შეჩერდა მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ხომ არ მოხდება ამ სიტუაციის გამოყენება “ქართული ოცნების” მხრიდან, […]










