კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”

ბექა ნაცვლიშვილი – “ცხრა წელზე საუბარმა შეიწირა ყველაფერი”

ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობის წინააღმდეგ - "ეს იყო გედი ფოფხაძის დასჯა"

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ბექა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ნოემბერში პოლიტიკას უბრუნდება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გააქტიურდეს. თქვენ რას უკავშირებთ მათ პოლიტიკაში დაბრუნებას? – რამდენი ადამიანიც არ უნდა დაბრუნდეს […]

ხათუნა ლაგაზიძე – „კვირიკაშვილმა გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ლაპარაკობს”

ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნებაში“ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მისი გაყოფით დამთავრდება”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა რატომ გამოჩნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი? ცეცხლს ხომ არ ეთამაშება ამ გადაწყვეტილებით? ვისი ინიციატივით შედგა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა რეალურად? რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა? და რატომ მაინცდამაინც ახლა? – ამ და სხვა პოლიტიკური მოვლენების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს. – ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოჩნდა, […]

“სააკაშვილთან დაპირისპირებაში ბოკერიამ მოიგო”

"აშშ არც სააკაშვილს მფარველობს და არც ბოკერიას"

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ის ისევ იმეორებს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ბრუნდება. ეს ყველაფერი რა გზავნილებია მისი მხრიდან? – 2016 წლის წინასაარჩევნო რიტორიკას იმეორებს. მაშინაც სწორედ ამ კონტექსტში საუბრობდა სააკაშვილი. იგი […]

“ვაცადოთ “ოცნებას”, რაიმე სისულელეს აუცილებლად ჩაიდენს”

"ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის დაუკითხავად ვიღაც ფულს აკეთებს..." - წმენდა "ოცნებაში" და ექსპერტის შეფასება

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს – ბატონო თორნიკე, ნაციონალურ მოძრაობასა და “ევროპულ საქართველოს” შორის დაპირისპირება ღრმავდება. ასეთი შეფასებაც მოვისმინე, ივანიშვილი კარგად ახერხებს მათი დაპირისპირების გაღმავებასო. – მე არა მგონია, ამაში ივანიშვილის ხელი ერიოს. მეორეც, რეალურად მათთვის უკეთესია თუ გაიყოფიან. პროპორციული არჩევნებია, ნულოვანი ბარიერია. რაც უფრო მეტი გაიყოფა, […]

გიორგი ვაშაძე – “თუ შეძლებენ, ყველას ჩასვამენ ციხეში”

გიორგი ვაშაძე - "ოცნებას" მაჟორიტარებში მოვუგებთ"

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობს. – ბატონო გიორგი, “ქართულ ოცნებას” ფაქტიურად წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული აქვს. როგორც მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი იმატებს პენსიები და ხელფასები. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია? – საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაში ნამდვილად მაგრები არიან, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი ქვეყანაში, ეს მეორე საკითხია. – მაშინ როდესაც “ოცნება” […]

დავით ბერძენიშვილი – „სააკაშვილის ფსევდორელიგიურობა ლიბერალურ დემოკრატიასთან თავსებადი  არაა“

დათო ბერძენიშვილი - “კირკიტაძის და მელიას პოლიტიკურ საქმეში რომ ერთი და იგივე ”მოწმეა”, ხო მაგარია”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 29 სექტემბერს „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემა „აქცენტებში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ, რომ მასსა და მის ყოფილ თანაგუნდელ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავად „მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯვარი უკეთია“, ხოლო ბოკერია კი „ტრადიციებთან მებრძოლ ანტი-ქრისტიანად“ მოიხსენია. სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ „ევროპულ საქართველოში“ და […]

გურამ ჩალაგაშვილი – ”ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდანაც იბრძოლებს”

გურამ ჩალაგაშვილი - ''რა პრინციპით იწყალებს ფრანგი პენსიონერი პრეზიდენტი პატიმრებს?!''

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 20 ივნისის აქციის დარბევისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუდგინდა და სასამართლომ აღნიშნული გარემოება გაითვალისწინა. სამაგიეროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა აქციის მონაწილეთა მხრიდან ერთ-ერთი დაკავებული პირის ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის თუ არა შერჩევითი სამართალის […]

დიმიტრი ბიძინაშვილი – “გახარიას გაპრემიერება ივანიშვილს ძვირად დაუჯდება”

დიმიტრი ბიძინაშვილი - "ივანიშვილმა კალაძეზე შური იძია"

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს – დიმიტრი, 20 ივნისს დასრულდა თქვენი ორგანიზებული აქციები. კეთდება შეფასებები, რომ ამ შემთხვევაში გახარიამ გაიმარჯვა, რადგან მისი გადაყენება ვერ შეძელით. – ის ხალხი, ვინც თვლის, რომ რაღაცა პროცესებში გამარჯვებას მიაღწია და ვგულისხმობ “ქართულ ოცნებას”, არის თავშივე დამარცხებული, იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდებისგან სულ ახალ-ახალი […]

რომან გოცირიძე – “ევროპულმა საქართველომ” უაზრო და უადგილო კამათი წამოიწყო”

რომან გოცირიძე - "გასულ წელს 128.567-მა ქართველმა მამაკაცმა მოუშვა წვერი... იხარე ერო, იზარდე წვერო!"

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, სერიოზული დაპირისპირებაა თქვენსა და “ევროპულ საქართველოს” შორის. რაზე ვერ თანხმდებით, რას ვერ იყოფთ? – სრულიად უაზროდ და უადგილოდ არის წამოწყებული კამათი იმის თაობაზე, თუ მომავალში ოპოზიციური კოალიცია როგორ სახეს მიიღებს. თითქოს იყო კონსენსუსი, არც ერთი პროდასავლური პარტია არ […]

“ალანიას გაყვანა სულში ჩაფურთხება იქნება უკანონოდ დასჯილი ადამიანებისთვის”

თამარ ალანია - "მუხროვანის ამბოხზე დღესაც იგივე განაჩენს გამოვიტანდი"

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი აღშფოთებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად სააკაშვილისდროინდელი, ნდობადაკარგული მოსამართლეების პარლამენტში წარდგენით. ამ თემაზე დავით ლილუაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს. – ბატონო დავით, რამ აღგაშფოთათ, რატომ ხართ გაოგნებული თამარ ალანიას განცხადებებით? – 2010 წელს ალანია სააპელაციო სასამართლოში განიხილავდა ე.წ. მუხროვანის საქმეს. თითქმის ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. კარგად მახსოვს მისი დამოკიდებულება […]