ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალ, რიგით მე-11 პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩია. პარლამენტის 120 წევრიდან მის კანდიდატურას ხმა 87-მა დაუჭირა. ისრაელის მოქმედ პრეზიდენტ რევულენ რივლინის საპრეზიდენტო ვადა 9 ივლისს იწურება, რის შემდეგაც პოსტს იცხაკ ჰერცოგი დაიკავებს. ჰერცოგი ამჟამად ისრაელში ებრაული სააგენტოს უფროსია. 2013-17 წლებში კი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ მისი მამა, ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში […]
კატეგორია: მსოფლიო
ესპანეთში მამაკაცმა მასწავლებლებმა კაბები ჩაიცვეს
ესპანეთშის სკოლის მასწავლებელმა მამაკაცებმა გენდერული სტერეოტიპების დასამსხვრევად და ასევე მოსწავლე ბიჭის მხარდასაჭერად, კაბები ჩაიცვეს. საქმე ისაა, რომ მოსწავლე ბიჭი სკოლიდან კაბის ჩაცმის გამო გარიცხეს. მასწავლებლებმა კი მას ამ ფორმით გამოუცხადეს სოლიდარობა. 15 წლის მიკელ გომესი კაბის ჩაცმის გამო, სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს, რის შემდეგაც, საფუძველი ჩაეყარა მოძრაობას – “სამოსს სქესი არ აქვს.” მიკელ გომესმა […]
ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი, მაღალი ტემპერატურითა და გრიპის სხვა სიმპტომებით, საავადმყოფოში მაისის ბოლოს გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოდან უახლოეს მომავალში გაწერენ. უცნობია, როგორ დაინფიცირდა პაციენტი. ვირუსი მისი ახლო კონტაქტებიდან, ჯერჯერობით, […]
ცნობილი რეჟისორი მშობლებმა მოკლეს, დაანაწევრეს და სანაგვეებში გადაყარეს
ირანელმა წყვილმა აღიარა, რომ შვილი მოკლეს, დაანაწევრეს და ტომრით ქალაქის სხვადასხვა უბანში, სანაგვეებში გადაყარეს – შემთხვევა, რომელმაც საზოგადოება გააოგნა, თეირანში მოხდა. მოკლული 47 წლის ცნობილი ირანელი რეჟისორი, ბაბაკ ხორამდინია. მკვლელობის ბრალდებით, მისი 81 წლის მამა, აკბარ ხორამდინი და დედა დააკავეს. ხორამდინის მკვლელობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა მეზობელმა სანაგვეში გვამი შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა […]
ისრაელის მოქალაქეებს რუსეთსა და არგენტინაში გამგზავრება აეკრძალათ
ისრაელმა რუსეთი და არგენტინა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც, კორონავირუსის გავრცელების გამო, ისრაელის მოქალაქეებს გამგზავრება ეკრძალებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ 2021 წლის 31 მაისიდან არგენტინა და რუსეთი შედიან იმ ქვეყნების სიაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. დადგენილი წესები ისრაელის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს მაქსიმალური რისკის ქვეყნებში გამგზავრებას უკრძალავს (გარდა […]
“ფრთხილად, ბომბია!” – დუბლინი-კრაკოვის ბორტი ბერლინში ავარიულად დაჯდა
რეინიარის თვითმფრინავმა, რომელიც დუბლინი-კრაკოვის რეისს ასრულებდა, ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ბერლინის ფედერალური პოლიცია მივიდა. მათ თვითმფრინავის უსაფრთხოება შეამოწმეს, მაგრამ მათ ვერანაირი საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. „მგზავრები პოლონეთის მიმართულებით მგზავრობას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებენ”, – განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა მედიასთან საუბარში. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი […]
ნეთანიაჰუ – “ბენეტი თაღლითია, მემარცხენე მთავრობა ისრაელისთვის სახიფათო იქნება”
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახალი კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის სახიფათოა. მას შემდეგ რაც ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ცენტრისტული პარტიის ლიდერ იაირ ლაპიდთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს დათანხმდა, ნეთანიაჰუმ მემარჯვენე პოლიტიკოსებს მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ შეთანხმებას. ”ნუ შექმნით მემარცხენე მთავრობას – ასეთი მთავრობა საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას და მომავალს”,- აღნიშნა ნეთანიაჰუმ. […]
დედამიწას 1 ივნისს ასტეროიდი ჩაუვლის – მას საშიში ობიექტის კლასიფიკაცია მიენიჭა
1 ივნისს, დედამიწას ეიფელის კოშკის ზომის ასტეროიდი ჩაუვლის. ნასამ ასტეროიდ 2021 KT1-ს პოტენციურად საშიში ობიექტის კლასიფიკაცია მიანიჭა. თუმცა, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ის დედამიწას უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის. ასტეროიდი დედამიწას 1 ივნისს, საქართველოს დროით 18:24 საათზე ჩაუფრენს. დედამიწასა და ასტეროიდ 2021 KT1-მდე მანძილი 7,2 მილიონი კილომეტრი იქნება. ასტეროიდი 64 ათასი კილომეტრი საათი სიჩქარით იმოძრავებს. ნიუპოსტი
კონგოში ვულკანთან 1 დღე-ღამეში 92 მიწისძვრა დაფიქსირდა
გასული 24 საათის განმავლობაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვულკან ნირაგონგოსთან 92 მიწისძვრა დაფიქსირდა. ტელეარხის ცნობით, ადამიანებმა მხოლოდ 4 მიწისქვეშა ბიძგი იგრძნეს, დანარჩენები კი სპეციალურმა აპარატურამ დააფიქსირა. ვულკანი ნირაგონგონგო გასულ შაბათს ამოიფრქვა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა, 400 ათასამდე ადამიანი ევაკუირებულია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვულკანის აქტივობის პიკი უკვე გადალახულია, თუმცა ახალი ამოფრქვევის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. მათივე განმარტებით, სეისმურ აქტივობას […]
ბორის ჯონსონმა კერი სიმონდსზე იქორწინა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, 56 წლის ბორის ჯონსონმა და 33 წლის კერი სიმონდსმა უესტმინსტერის კათედრალში იქორწინეს. ცერემონია 28 მაისს ჩატარდა და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. ბორის ჯონსონი და კერი სიმონდი 2020 წლის მარტში დაინიშნენ და ამავე წლის აპრილში ვაჟი შეეძინათ. ბორის ჯონსონის წინა ქორწინება 2018 წელს დასრულდა. ჯონსონი ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველია, რომელიც […]










