კატეგორია: მსოფლიო

ბაიდენის ინაუგურაციის დღეს აშშ-ში მასობრივი შეტაკებებია მოსალოდნელი

ბაიდენის ინაუგურაციის დღეს აშშ-ში მასობრივი შეტაკებებია მოსალოდნელი

ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ის 50-ვე შტატში შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს – ამ ინფორმაციას გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს. გფბ-ს თქმით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეცდებიან, არეულობა მოაწყონ, რის გამო 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის დაწყებამდე ვაშინგტონში ქუჩების უმეტესობა დაიკეტება. ტრამპის მომხრეთა შეიარაღებული მარშის მოწყობა 50-ვე შტატში იგეგმება. ვაშინგტონის ცენტრალური ნაწილი უკვე ბლოკირებულია. დედაქალაქში მართლწესრიგს ეროვნული […]

საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა – საღამოს 6-ის მერე სახლიდან ვერ გახვალთ

საფრანგეთის 4 ქალაქში ბარები და რესტორნები იხურება

კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით ამიერიდან მოსახლეობას 18:00-დან 06:00-მდე ქუჩაში გამოსვლა ეკრძალება. ამასთან ევროკავშირის ქვეყნების გარდა საფრანგეთში შესულმა ნებისმიერმა უცხოელმა კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს და 1 კვირით იზოლაციაში გადავიდეს. პანდემიის დაწყებიდან საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 2.89 მილიონს მიაღწია და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილას იმყოფება. საფრანგეთში […]

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 45 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - 45 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე, დაშავებულთა კი ათასამდე გაიზარდა. სულავესის კუნძულზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. დაინგრა და დაზიანდა სახლები, გზები, ხიდები, საკომუნიკაციო ქსელები. მიწისძვრის გამო. 15.000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. რუსთავი 2

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

ტრამპი - "კოვიდ 19-ის ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი „ამბოხის წახალისებაში” ედება. მედიის ინფორმაციით, იმპიჩმენტს ხმა მინიმუმ 217-მა მისცა, მათ შორის ცხრა “რესპუბლიკელია”. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, […]

გერმანიაში შესვლის წესები 14 იანვრიდან მკაცრდება

გერმანია საზღვარს 16 მაისიდან გახსნის

გერმანია, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 14 იანვრიდან ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს. კერძოდ, ნებისმიერ პირს, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის რომელიმე ქვეყნიდან შედის, გერმანიაში შესვლიდან არაუგვიანეს 48 საათში მოუწევს დაამტკიცოს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის. პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან და სამხრეთ აფრიკიდან, შესვლის მსურველებმა კი, კორონავირუსზე ჩატარებული […]

“23 წლის ორსული დაახრჩო” – აშშ-ში 67 წლის განმავლობაში პირველად ქალი სიკვდილით დასაჯეს

"23 წლის ორსული დაახრჩო" - აშშ-ში 67 წლის განმავლობაში პირველად ქალი სიკვდილით დასაჯეს

დღეს მსოფლიომ ახალი ამბიოთ გაიღვიძა – აშშ-ში, 1954 წლის შემდეგ ქალი პატიმარი სიკვდილით პირველად დასაჯეს. ლიზა მონტგომერს სასიკვდილო ინექცია ტერ ჰაუტის ციხეში, ინდიანაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩაუტარდა. 52 წლის ქალი უმძიმესი დანაშაულისთვის, მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. საქმის მასალების მიხედვით, 2004 წელს მან მისურის შტატში ორსული ქალი, 23 წლის ბობი ჯო სტინეტი დაახრჩო, მუცლიდან ბავშვი […]

დოიჩე ბანკმა ტრამპს თანამშრომლობაზე უარი უთხრა

დოიჩე ბანკმა ტრამპს თანამშრომლობაზე უარი უთხრა

დოიჩე ბანკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მომავალ ბიზნეს თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ იორკ ტაიმსი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. დოიჩე ბანკი ტრამპის ყველაზე დიდი კრედიტორია, რომლისგანაც ტრამპის ორგანიზაციას 340 მილიონი აშშ დოლარი აქვს ნასესხები. დოიჩე ბანკის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა სიგნაჩა ბანკის განცადება, რომელმაც დონალდ ტრამპს გადადგომისკენ მოუწოდა. „პრეზიდენტის გადადგომა […]

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ბიძგების სიძლიერემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ანკარაში, კალეჯიკის რაიონში იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:53 საათზე, 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ბიძგები მთელი ქალაქის მასშტაბით იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პირველი არხი

მაიკ პომპეო – “ფატუ ბენსუდა კორუფციაშია ჩართული”

მაიკ პომპეო - "ფატუ ბენსუდა კორუფციაშია ჩართული"

აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას კორუმპირებულ ქმედებებში მონაწილეობაში სდებს ბრალს. აღნიშნულ განცხადებას პომპეო „ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებს. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, პირადი სარგებლის მიზნით ის ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის […]

ჯაკარტასთან ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევევბი და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს

ჯაკარტასთან ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევევბი და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს

ინდონეზიაში კომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის სავარაუდო ადგილას თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს. Reuters-ის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტასთან ახლოს ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავ „ბოინგ 737-500“-ში, 62 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო. თვითმფრინავი 9 იანვარს ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, […]