პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს 90 წლის მარგარეტ კინანი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მარგარეტ კინანს ვაქცინაცია კოვენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს […]
კატეგორია: მსოფლიო
თურქეთში, ანტალიაში, 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ანტალიის სანაპიროზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის გაზიფაშას რაიონში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერის სიღრმე 77.58 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრისგან გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
საფრანგეთის მთავრობა 76 მეჩეთის დახურვას აპირებს
საფრანგეთის მთავრობამ, შესაძლოა, 76 მეჩეთის დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. ამის მიზეზად რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლა სახელდება. მთავრობის ინფორმაციით, ეს მეჩეთები სეპარატიზმში არიან ეჭვმიტანილები. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ამ მეჩეთებს შეამოწმებენ და თუ მათი ეჭვი დადასტურდება, დახურავენ. ამასთან, “რადიკალიზაციაში” ეჭვმიტანილი 66 პირი ქვეყნიდან უკვე დეპორტირებულია. – არსებობს ღვთისმსახურების ადგილები, რომლებიც აშკარად ანტირესპუბლიკურია, სადაც იმამებს […]
დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან კოვიდ 19-ზე საყოველთაო აცრა დაიწყება – “პფაიზერის 800.000 დოზას ველოდებით”
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 800 000 დოზის მიღებას ელოდება, რომელიც მომავალი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ბიზნეს მდივანმა, ალოკ შარმამ განაცხადა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მილიონობით ვაქცინის დოზას მიიღებს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია წარმოების სისწრაფეზე. ალოკ შარმამ დარწმუნებით ისიც აღნიშნა, რომ პირველი პარტია – 800 000 […]
იტალია 2021-ის იანვრიდან კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაციას იწყებს
იტალია მომავალი წლის დასაწყისიდან საკუთარი მოსახლეობისთვის კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაციის პროგრამას იწყებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციის დროს პრიორიტეტი ჯანდაცვის მუშაკებსა და ხანდაზმულებს მიეცემათ. რობერტო სპერანზამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას სხვადასხვა კომპანიისგან ვაქცინების 202 მილიონი დოზის შეძენის შესაძლებლობა აქვს. იტალიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე ინფიცირების 1 […]
ალიევი – “სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო, ან კაპიტულაციისთვის ხელი მოეწერა”
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, მოვიპოვეთ გამარჯვება, გავანადგურეთ მტერი, განვდევნეთ ის ჩვენი მიწებიდან, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იძულებული იყო, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივი შეთანხმებისთვის ხელი მოწერა. „ყველამ უნდა მიიღოს ეს, უნდა შეეგუოს ამ რეალობას, ისევე როგორც […]
თურქეთში სამუშაო დღეებში ღამის, შაბათ-კვირას კი სრული კომენდატის საათი წესდება
კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის შესაჩერებლად თურქეთის ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს, – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამუშაო დღეებში, 21:00-დან 05:00 საათამდე და ყოველი პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს. ამასთან, ქვეყანაში 20 წლამდე და 65 წელს გადაცილებული პირებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აიკრძალა. […]
მაია სანდუ – “მოლდოვის მთავრობა უნდა გადადგეს!”
მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა უნდა გადადგეს. „რას ვფიქრობ იგორ დოდონის მთავრობაზე? არჩევნებმა აჩვენა, რომ ადამიანებმა ხმა მისცეს ამ მთავრობის წინააღმდეგ და იმის წინააღდეგ, როგორ ახორციელებს იგორ დოდონი პოლიტიკას. ეს მთავრობა უნდა წავიდეს. გადადგომამდე კი მინისტრთა კაბინეტმა თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს, აუცილებელია მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება“, – განაცხადა მაია სანდუმ […]
ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ფეხი მოიტეხა
მარადონას პირადი ექიმის, ლეოპოლდო ლუკეს, სახლი და ოფისი გაჩხრიკეს
არგენტინის პროკურატურა ფეხბურთის ვარსკვლავის დიეგო მარადონას გარდაცვალებას იძიებს. დღეს მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი გამოიცა. ინფორმაციას მედია ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ”გუშინ (შაბათს) გამოძიება და მტკიცებულებათა დასაბუთება გაგრძელდა ადამიანების გამოკითხვით, მათ შორის გარდაცვლილის უშუალო ნათესავების”, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საჭირო გახდა ჩხრეკა ექიმის ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და ოფისში”. […]









