კატეგორია: მსოფლიო

ალიევი – “სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო, ან კაპიტულაციისთვის ხელი მოეწერა”

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, მოვიპოვეთ გამარჯვება, გავანადგურეთ მტერი, განვდევნეთ ის ჩვენი მიწებიდან, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იძულებული იყო, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივი შეთანხმებისთვის ხელი მოწერა. „ყველამ უნდა მიიღოს ეს, უნდა შეეგუოს ამ რეალობას, ისევე როგორც […]

თურქეთში სამუშაო დღეებში ღამის, შაბათ-კვირას კი სრული კომენდატის საათი წესდება

კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის შესაჩერებლად თურქეთის ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს, – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამუშაო დღეებში, 21:00-დან 05:00 საათამდე და ყოველი პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს. ამასთან, ქვეყანაში 20 წლამდე და 65 წელს გადაცილებული პირებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აიკრძალა. […]

მაია სანდუ – “მოლდოვის მთავრობა უნდა გადადგეს!”

მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა უნდა გადადგეს. „რას ვფიქრობ იგორ დოდონის მთავრობაზე? არჩევნებმა აჩვენა, რომ ადამიანებმა ხმა მისცეს ამ მთავრობის წინააღმდეგ და იმის წინააღდეგ, როგორ ახორციელებს იგორ დოდონი პოლიტიკას. ეს მთავრობა უნდა წავიდეს. გადადგომამდე კი მინისტრთა კაბინეტმა თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს, აუცილებელია მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება“, – განაცხადა მაია სანდუმ […]

ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ფეხი მოიტეხა

ჯო ბაიდენმა ფეხი მოიტეხა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. არჩეულ პრეზიდენტს გამოკვლევის შედეგად ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. მან დაზიანებები იმ დროს მიიღო, როდესაც საკუთარ ძაღლს ასეირნებდა. ბაიდენს დონალდ ტრამპმა მალე გამოჯანმრთელება უსურვა. რუსთავი 2

მარადონას პირადი ექიმის, ლეოპოლდო ლუკეს, სახლი და ოფისი გაჩხრიკეს

არგენტინის პროკურატურა ფეხბურთის ვარსკვლავის დიეგო მარადონას გარდაცვალებას იძიებს. დღეს მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი გამოიცა. ინფორმაციას მედია ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ”გუშინ (შაბათს) გამოძიება და მტკიცებულებათა დასაბუთება გაგრძელდა ადამიანების გამოკითხვით, მათ შორის გარდაცვლილის უშუალო ნათესავების”, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საჭირო გახდა ჩხრეკა ექიმის ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და ოფისში”. […]

მასობრივი აქციები საფრანგეთში – 81 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში აქციაზე 81 დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ მედია შინაგან საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით წერს. მომიტინგეები საფრანგეთში უსაფრთხოების კანონს აპროტესტებენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, შსს-ს მონაცემებით, შაბათის საპროტესტო აქციებში 130 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამავე დროს, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მხოლოდ პარიზში მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 200 000 იყო, ხოლო მთელ ქვეყანაში – ნახევარ მილიონამდე. 28 ნოემბერს, პარიზში მომიტინგეებსა და […]

ირანში ბირთვული პროგრამის სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლეს

ბირთვული მიმართულებით ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერი მოსენ ფახრიზადე თეირანთან ახლოს მოკლეს. BBC-ის ცნობით, ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. მათივე ცნობით, ფახრიზადე თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. „შეიარაღებულმა ტერორისტმა მიზანში ამოიღო ავტომობილი, რომელსაც ფახრიზადე გადაჰყავდა. ტერორისტსა და პირად დაცვას შორის შეტაკების დროს ბატონი ფახრიზადე მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმების ჯგუფის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა და ის ცოტა […]

გერმანია ადგილობრივ კომპანიებს კვირაში 4,5 მილიარდი ევროთი დაეხმარება

გერმანია დეკემბერში ადგილობრივ კომპანიებს კვირაში 4.5 მილიარდი ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, პიტერ ალტმაიერი აცხადებს, რომ გერმანიას „კოვიდ-19-ის“ პანდემიის შედეგებთან გამკალვება კიდევ დიდ ხანს მოუწევს. „თანმიმდევრულობა და სოლიდარობა ამ დროისთვის ყველაზე მთავარია. ჩვენს კომპანიებს და მათ თანამშრომლებს ამ რთულ პერიოდში არ მივატოვებთ“ – აღნიშნა ალტმაიერმა. პირველი არხი

სახლში ძმისშვილთან და ექიმებთან ერთად იყო… – მარადონას ბოლო დღე

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის, არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების ბოლო წუთებზე ინფორმაცია სატელევიზიო არხმა Todo noticias-მა გაავრცელა. ტელეარხის ცნობით, გარდაცვალების დროს მარადონა სახლში თავის ძმისშვილ ჯონი ესპოზიტოსთან და რამდენიმე ექიმთან ერთად იმყოფებოდა. მათ შენიშნეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი ფერმკრთალი იყო და ექიმმა შეამოწმა. საუზმის შემდეგ მარადონამ თქვა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა. სახლში მისულმა სასწრაფო […]

საშინელი ავარია ბრაზილიაში – ავტობუსის და სატვირთოს შეჯახებას 41 ადამიანი შეეწირა

ბრაზილიაში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სან-პაულოს შტატში, ქალაქების – ტაგუაისა და ტაკაურიუბას შორის მდებარე ავტომაგისტრალზე მოხდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 37 იყო. დაშავდა 15 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 53 მგზავრი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. იპნ