სულ ცოტა ხნის წინ დიდი არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო. ამ დროისთვის დეტალები ცნობილი არ არის. მარადონა მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილეა. 1986 წლის ჩემპიონი და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონი. რიგი გამოკითხვების მიხედვით, მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში ის იყო კლუბ „ხიმნასიას“ მწვრთნელი. 4 ნოემბერს მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, […]
კატეგორია: მსოფლიო
აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში შევიდა
მთიანი ყარაბაღის ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადავიდა. აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.
გერმანიაში საშობაოდ შეზღუდვები შემსუბუქდება
გერმანიის 16 ფედერალური რეგიონი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შობისა და ახალი წლის განმავლობაში შემსუბუქებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კერძოდ, რეგიონების ლიდერებსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში დასაშვები გახდება 10-მდე ადამიანის თავშეყრა, რათა ოჯახებმა და მეგობრებმა შობა და ახალი წელი ერთად […]
ტრამპი ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარებას დათანხმდა
დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფედერალურმა სააგენტომ, გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ხელისუფლების გადაცემის პროცესს, “უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საჭიროა“, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს. „ბრძოლას გავაგრძელებთ. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ემილისა და მის გუნდს, […]
ბელარუსის ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა
ბელარუსის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია“. „ეშმაკით შეპყრობილი მმართველის ბრძანებით, ჩვენი შვილები ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ და აბუჩად იგდებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში. ბელარუსის ავტოკეფალურ ეკლესიაში ასევე აცხადებენ, […]
სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს
სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, – ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოქვეყნებული სიის მიხედვით, აზერბაიჯანს ლაჩინის რაიონში 52, მარტაკერტში 8, შაუმიანში 16, გადრუთში 29, შუშის რაიონში 2, ასეკერანში 8 და მარტუნის რაიონში 8 დასახლებული პუნქტი გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში […]
ბარსელონაში ბარები და რესტორნები დღეიდან ისევ იხსნება
ბარსელონაში კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული ბარები და რესტორნები დღეიდან იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რეგიონში თეატრები, კინოთეატრები, სამუსიკო დარბაზები და სპორტული დაწესებულებებიც იხსნება, თუმცა მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით. კატალონია პირველი რეგიონია ესპანეთში, რომელმაც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ბარები და რესტორნები სრულად დახურა. აღსანიშნავია, რომ ღამის ე.წ. “კომენდანტის საათი” და მკაცრი შეზღუდვები […]
აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გახდება
ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნად, სავარაუდოდ, ანტონი ბლინკენს, გაეროში აშშ-ის ელჩად კი – ლინდა ტომას-გრინფილდს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პრეზიდენტთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ენტონი ბლინკენს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ლინდა ტომას გრინფილდი კი ობამას მმართველობის პერიოდში 2013 წლიდან 2017 წლამდე აფრიკის საკითხებში აშშ-ის […]
ესპანეთში იანვრიდან კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაცია დაიწყება
ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება და უფასო იქნება. ამ ინფორმაციას ესპანური მედი ავრცელებს. ესპანეთის ხელისუფლებამ ვაქცინის შესაძენად მილიარდი ევრო უკვე გამოყო და 2021 წლის დასაწყისში ის კომპანია Pfizer-ის ვაქცინის 20 მილიონ დოზას შეიძენს. ამასთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანეთსა და AstraZeneca-ს შორის კანდიდატი ვაქცინის 31 მილიონი დოზის შესყიდვაზე. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, თავდაპირველად ვაქცინაცია იმ […]
“ესპანეთში კოვიდ 19-ის ვაქცინა უფასო იქნება”
ესპანეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ესპანეთის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ერთ მილიარდი ევრო გამოყო, ასევე შექმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც გადაწყვეტს, ვინ მიიღებს პირველ ვაქცინას. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, […]










