კატეგორია: მსოფლიო

სომხეთში უშიშროების ყოფილი შეფი არტურ ვანეციანი დააკავეს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ვანეციანის ადვოკატმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ფაშინიანის მკვლელობაში დაადანაშაულონ, რასაც ადვოკატი სამარცხვინო პოლიტიკურ დევნას უწოდებს. ადვოკატის განცხადებით, ამ საქმეზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მედიის ინფორმაციით, ვანეციანი გასული ერთი კვირის […]

ერევანში ოპოზიციის ლიდერები დააკავეს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია „დაშნაკცუთიუნის“ პარტიის წევრი არცვიკ მინასიანი, პარტია „სამშობლოს“ წევრი, არსენ ბაბაიანი და პარტია „ეროვნული დღის წესრიგის“ წევრი, არა აკოფიანი. ერევანში გუშინ 17 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. […]

ევროკავშირი BioNTech-Pfizer-ის კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს

ევროკავშირმა გადაწყვიტა, BioNTech-Pfizer-ის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზა შეიძინოს, ინფორმაციას BBC ავრცელებს. მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას წლის ბოლოდან მიიღებენ. თუმცა ევროკავშირში  დეტალებზე არ საუბრობენ. წინასწარი მონაცემებით, ვაქცინამ “კოვიდ-19”-ის სიმპტომების გამოვლენისგან ადამიანების 90 პროცენტზე მეტი დაიცვა. ორშაბათს მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ 43.500-ზე მეტი ადამიანი გატესტეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს. რუსთავი 2

ერევანში აქციაზე 129 ადამიანი დააკავეს

ერევანში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 129 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სკანდირებენ : „ფაშინიანი მოღალატე!“ 10 ნოემბერს სომხეთის 17 პარტიის საბჭომ დააანონსა, რომ ერევანში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართებოდა. შეკრებილი მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის […]

ფაშინიანი – “მომიტინგეებმა მომპარეს კომპიუტერი, სუნამო, მართვის მოწმობა…”

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მომიტინგეები ერევანში მის ოფიციალურ რეზიდენციაში შეიჭრნენ და გაძარცვეს. ”მათ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან მოიპარეს კომპიუტერი, საათი, სუნამო, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, “სამშობლოსთვის”, – თქვა მან. მანამდე პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დაეკავებინათ მომიტინგეები, რომლებიც ძალადობრივად შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს. იპნ

ალიევი – “ფაშინიან, ყარაბაღის სტატუსი დასამარდა და არასდროს აღდგება”

მინდა ერთი საკითხის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩემო ძვირფასო ხალხო, ალბათ შეამჩნიეთ, რომ განცხადებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ წერია, სად არის სომხური მხარის მოთხოვნები მისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით?- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობის მიმართ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც სომხებს ავტონომია შესთავაზა, მათგან უარი მიიღო და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მოინდომეს. […]

აზერბაიჯანს 15 ნოემბრისთვის დაუბრუნდება ქალბაჯარი, 20 ნოემბრისთვის – აღდამი, 1 დეკემბრისთვის ლაჩინი

აღდამის რაიონი აზერბაიჯანს 2020 წლის 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი – 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1 დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გაფორმებულ განცხადებაშია აღნიშნული. “ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ი.გ. ალიევი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნ.ვ. ფაშინიანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი, შევთანხმდით […]

ერევანში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ – მათ პარლამენტის სპიკერი მირზოიანი ცემეს

9 ნოემბერს ღამით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. მათ კორდონი გაარღვიეს და შენობაში ისე შევიდნენ. სომხეთის მთავრობის შენობის წინ სროლის ხმაც ისმოდა. მომიტინგეები სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. სამართალდამცავებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მომიტინგეების დიდი ნაწილი სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის წინაც იყო შეკრებილი. დემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს სცემეს, რომელიც […]

პუტინი – “ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან”

რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ”რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და მთიანი ყარაბაღის სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ”, – განაცხადა პუტინმა. რუსეთის ფედერაციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის თავიანთ პოზიციებზე დარჩებიან. ”ყარაბახის შესახებ […]

“უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე” – ფაშინიანმა ყარაბაღის ომის შეწყვეტას ხელი მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. „პატივცემულო მოქალაქეებო, ძმებო და დებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ 01:00 საათიდან“, – დაწერა ფაშინიანმა […]