კატეგორია: მსოფლიო

იანვარში პუტინი გადადგება – რას წერს ბრიტანული გაზეთი

პუტინი - ”ამერიკასაც ვესვრით, თუ დაგვჭირდა”

ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა “დე­ი­ლი მე­ილ­მა” გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი იან­ვარ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს, მი­ზე­ზი კი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბია. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც კრემ­ლის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა კრი­ტი­კოს­მა, პრო­ფე­სორ­მა ვა­ლე­რი სო­ლო­ვე­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­ტინს პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა აქვს და რომ პრე­ზი­დენ­ტის ოჯახს სურს, ახა­ლი წლის­თვის მან თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს. სო­ლო­ვე­ის თქმით, პუ­ტი­ნის პარტნი­ო­რი […]

ბაიდენმა ტრამპს ჯორჯიასა და პენსილვანიაშიც გადაასწრო

ბაიდენმა ტრამპს ჯორჯიასა და პენსილვანიაშიც გადაასწრო

აშშ-ში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა. ჯორჯიის შტატში, რომელშიც დიდი ხნის მანძილზე პრეზიდენტი ტრამპი ლიდერობდა, დათვლილია ხმების 99%. ამ დროისთვის ბაიდენმა გადაასწრო ტრამპს. მას 2.449.590 ხმა აქვს, ტრამპს კი – 2.448.492 ხმა. განსხვავება სულ 1.098 ხმას შეადგენს. ჯორჯიაში გამარჯვებას ამომრჩეველთა კოლეგიის 16 ხმა მოაქვს. შეიცვალა ვითარება პენსილვანიის შტატშიც, სადაც ასევე ტრამპი ლიდერობდა დიდი ხნის მანძილზე. […]

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან 3 კვირიანი მკაცრი კარანტინი წესდება

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან 3 კვირიანი მკაცრი კარანტინი წესდება

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი შეზღუდვების თანახმად, საბერძნეთში საცალო ვაჭრობის ობიექტები, გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა, დაიხურება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასასვლელად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამასთან, ქვეყანაში დაწყებითი სკოლები ღია დარჩება, მაგრამ საშუალო სკოლები დაიხურება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ახალი შეზღუდვები ძალაში 3 კვირის განმავლობაში იქნება. „მე ვამჯობინე მკაცრი […]

ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა – გამარჯვებისთვის მას კოლეგიის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს – 56

ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა - გამარჯვებისთვის მას კოლეგიის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს - 56

დასასრულს უახლოვდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი. რამდენიმე წუთის წინ მონაცემები განახლდა და ჯო ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა. ამ წუთისთვის მას საარჩევნო კოლეგიის 264 ხმა აქვს, ტრამპს – 214. გამარჯვებისთვის კოლეგიის მინიმუმ 270 ხმაა საჭირო. ბაიდენს პრეზიდენტად გახდომისთვის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს – 56.

აშშ – ტრამპი ამბობს, რომ გაიმარჯვა, ლიდერობს ბაიდენი

ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს - 40%

აშშ-ში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების გაყალბება მოხდა. „ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ არჩევნებში გავიმარჯვეთ. მილიონობით ადამიანმა მოგვცა ხმა. უცებ კი ყველაფერი გაუქმდა. ეს არის ამერიკელი ხალხის მოტყუება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაბრკოლების შექმნა,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას. გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩეველთა კოლეგიის […]

ქაბულში სტუდენტები დახოცეს – მოკლულია 35 ადამიანი

ქაბულში სტუდენტები დახოცეს - მოკლულია 35 ადამიანი

2 ნოემბერს ავღანეთის დედაქალაქის უნივერსიტეტში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და აუდიტორიებში მყოფ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 35 ადამიანი. დაშავებულია 50-მდე ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. იპნ

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 102-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 102-მდე გაიზარდა

თურქეთში 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 147 ადამიანი რჩება, 847 კი უკვე გაწერეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ იზმირში, სადაც მიწისძვრის შედეგად რამდენი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, 9 ადამიანი დააკავეს, რომლებიც აღნიშნული სახლების მშენებლობასთან არიან დაკავშირებული. იპნ

ვენაში სინაგოგასთან 2 მამაკაცი და 1 ქალი მოკლეს

ვენაში სინაგოგასთან 2 მამაკაცი და 1 ქალი მოკლეს

2 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან ახლოს, თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 3 მშვიდობიანი მოქალაქე, 2 მამაკაცი და 1 ქალი, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ვენის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუნცმა ფაქტს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. იპნ

კონტე – “მუზეუმებს, გამოფენებს და სავაჭრო ცენტრებს ვხურავთ”

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე რეგიონებში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება. „ჩვენ არ გვსურს ახალი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაწესოთ. რეგულაციები გამკაცრდება იქ, სადაც ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით მაღალია. ამავდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება მუზეუმები, გამოფენები და […]

65 საათი ნანგრევებში – თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს

65 საათი ნანგრევებში - თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს

თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3 წლის ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცნობისათვის, თურქეთში, 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.