სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, 1 ივნისს ფეისბუკზე მიმართვის დროს ისაუბრა. ნეტგაზეთი
კატეგორია: მსოფლიო
ტრამპი დემოკრატ გუბერნატორებს – “გამოიყენეთ ეროვნული გვარდია და აღადგინეთ წესრიგი! მსოფლიო თქვენ დაგცინით”
დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა: “ფილადელფიაში ახლავე უნდა აღდგეს წესრიგი და კანონი! ისინი ძარცვავენ მაღაზიებს. მოუწოდეთ ჩვენს დიად ეროვნულ გვარდიას, მოიქცეს ისე, როგორც გუშინ საღამოს მოიქცა მინეაპოლისში პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით. ეს ის არის, რასაც ამომრჩევლeბი მძინარე ჯოსგან (ტრამპი ჯო ბაიდენს გულისხმობს) ელიან? დემოკრატებო! დემოკრატო მერებო და გუბერნატორებო, დადექით მაგრად! ეს ადამიანები ანარქისტები არიან. დაიხმარეთ ახლავე ეროვნული […]
კუომო – “ნიუ იორკის შტატში კოვიდ 19-გან გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს”
ნიუ-იორკის შტატში გასულ დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 56 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 29 მაისს გარდაცვლილთა რიცხვი 69-ს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით კი კლება შეინიშნება. “დაღუპულთა რიცხვის ეს შემცირება უდიდესი პროგრესია იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით”, – განაცხადა გუბერნატორმა. მისივე ინფორმაციით, ნიუ-იორკში ასევე შემცირებულია კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი. ”ყველგან კარგი ამბავია”, […]
პედრო სანჩესმა ესპანეთში საგანგებო ვითარების კიდევ 15 დღით გაგრძელება მოითხოვა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საკანონმდებლო ორგანოს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. როგორც სანჩესმა აღნიშნა, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა შესანიშნავი შედეგებია, თუმცა მოდუნება არ შეიძლება. “ჩვენ არ შეგვიძლია მოდუნება, ვირუსი ჩვენს ქვეყანაში ისევ არსებობს”,- აღნიშნა სანჩესმა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა საგანგებო მდგომარეობის კიდევ 15-დღიან გახანგრძლივებას შეეცდება. ესპანეთში პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა მარტში […]
ილონ მასკის რაკეტა კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა
რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ, SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა. ხომალდის-Crew Dragon ბორტზე ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან. SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი Crew Dragon-ი 30 მაისს გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ისტორიულ გაშვებას აშშ-ის პრეზიდენტიც ადევნებდა თვალს. ეს არის პირველი შემთხვევა, […]
ილონ მასკის „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ კანავერალის კონცხიდან წარმატებით გაუშვეს – ვიდეო
„სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ წარმატებით გაეშვა. რაკეტაზე მოთავსებულია კაფსულა Crew Dragon, რომელშიც ნასას ორი ასტრონავტი, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი სხედან. მას შემდეგ, რაც რაკეტა კაფსულას ორბიტაზე გაიტანს, ის კვლავ დედამიწაზე დაეშვება და ატლანტის ოკეანეში განთავსებულ სპეციალურ ტივტივაზე დაჯდება. Crew Dragon-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან გაშვებიდან 19 საათის შემდეგ, 31 მაისს, თბილისის […]
ილონ მასკის რაკეტის ორბიტაზე გაშვებამდე რამდენიმე წუთი დარჩა – ამინდი კარგია
ილონ მასკის რაკეტის ორბიტაზე გაშვებამდე რამდენიმე წუთი დარჩა. სპეის იქსის რაკეტის გაშვება პირველად 28 მაისს სცადეს, მაგრამ ეს გაშვება არახელსაყრელი ამინდია გამო გადაიდო. ამ დროისთვის კანავერალის კონცხზე, ფლორიდის შტატში, კარგი ამინდია და ასტრონავტები ბობ ბენკენი და დაგ ჰარლი სტარტისთვის მზად არიან. რაკეტის გაშვება თბილისის დროით 30 მაისს, 11.22-ზეა დანიშნული. ეს კერძო კომპანიის მიერ ასტრონავტების ორბიტაზე […]
დეტროიტში დემონსტრაციის დროს 19 წლის მამაკაცი მოკლეს
დეტროიტში დემონსტრაციის დროს 19 წლის მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. მისი თქმით, ცეცხლი წუხელ დაუდგენელმა პირმა გახსნა. მოგვიანებით, ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამასთან, დეტროიტის პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელის მოკვლას ცდილობდა. „ჩვენ ვერ გავდგებით გვერდზე და ვერ დავრთავთ ნებას პატარა უმცირესობას და კრიმინალებს, მოვიდნენ აქ, თავს დაესხან ჩვენს ოფიცრებს და საზოგადოება საფრთხეში […]
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის დერეკ შოვონს ბრალი წაუყენეს – ვიდეო
აშშ-ის შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ბრალის წაყენება სწრაფად მოხდა, ვინადიდან მათ მტკიცებულება ჰქონდათ. მათ განაცხადეს, რომ ბრალს ვიდეოკადრებში ასახულ დანარჩენ სამ ყოფილ პოლიციელსაც წაუყენებენ, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტეს. ჯორჯ ფლოიდის ადვოკატისა და ოჯახის […]
მინეაპოლისსა და სენტ პოლში კომენდანტის საათი გამოცხადდა
მინესოტის შტატის ქალაქებში მინეაპოლისსა და სენტ პოლში, სადაც ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო არეულობა არ წყდება, კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მინეაპოლისში კომენდანტის საათი 29 მაისს ადგილობრივი დროით საღამოს 08:00 საათზე დაიწყება და შაბათ-კვირას გაგრძელდება. სენტ-პოლში კი, კომენდანტის საათი 30 მაისის დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს. პოლიციელის მიერ ფიზიკური ძალადობის […]










