„სფეის იქსის“ რაკეტის კოსმოსში გაშვება 30 მაისამდე გადაიდო. ასტრონავტებს ახლახან შეატყობინეს, რომ გაშვება დღეს ვეღარ მოხერხდება. მიზეზი არახელსაყრელი ამინდი გახდა. რაკეტა „ფალკონ 9“-ს კაფსულა Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ამერიკელი ასტრონავტი უნდა წაეყვანა. ამის შემდეგ, რაკეტა უკან დაბრუნდებოდა და ატლანტის ოკეანეში სპეციალურ ტივტივაზე დაჯდებოდა. გაშვება პირველი პილოტირებული კოსმოსური ფრენა უნდა ყოფილიყო აშშ-ის მიწიდან 2011 […]
კატეგორია: მსოფლიო
ილონ მასკის კომპანია რამდენიმე საათში 2 კაცს კოსმოსში გაუშვებს
მიმდინარე წლის 28 მაისს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კერძო კომპანია ადამიანების კოსმოსში გაგზავნას ეცდება. აღნიშნული კომპანია ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის “სფეის იქსია“. 28 მაისს თბილისი დროით 00:33 საათზე რაკეტამზიდ “ფალკონ -9“-ს და ხომალდ “ქრიუ დრაგონს“ აშშ-ში მდებარე კანავერალის კონცხიდან გაუშვებენ. ხომალდის ბორტზე დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იქნებიან. თუ ეს გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა, მაშინ საერათშორისო კოსმოსურ სადგურებზე ასტრონავტებს უკვე მასკის კომპანია და ხომალდი ჩაიყვანს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის კოსმოსური სააგენტო […]
საფრანგეთმა პლაქვენილის კლინიკებში გამოყენება შეაჩერა – ის ზრდის გულის დაავადებათა რისკს
საფრანგეთის მთავრობამ ჰისდროქსიქლოროქინის, იგივე პლაქვენილის, საავადმყოფოებში მოხმარება შეაჩერა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს. გამოცემის ცნობით ქვეყანაში, გადაწყვეტილება ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს რჩევის შედეგად მიიღეს. საფრანგეთის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები პრეპარატს არც ანტიბიოტიკთან ერთად და არც ანტიბიოტიკის გარეშე აღარ მიიღებენ. ცნობისთვის, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, მედიკამენტი „სოლიდარობის კვლევებიდან“ დროებით ამოიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი, ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატია […]
ესპანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა მოსახსენიებლად 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა, მარია იესუს მონტერომ განაცხადა. გლოვის პერიოდში დაეშვება დროშები ქვეყნის სახელმწიფო შენობებზე და შეიარაღებული ძალების ხომალდებზე. 10 დღიანი გლოვა ოფიციალური ცერემონიით დასრულდება, რომელსაც სახელმწიფო მეთაური წარუძღვება. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 282.480-ს შეადგენს. აქედან 196.958 ადამიანი, ანუ 69,7% განიკურნა, ხოლო […]
The Insider, Belingcat და Der Spiegel: ვინ არის „ელბრუსი“, რომლის კვალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში იკვეთება
ცოტა ხნის წინ, უკრაინაში უსაფრთხოების სამსახურის გენერალ-მაიორი შაიტანოვი დააპატიმრეს. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. როგორც ირკვევა, მისი კურატორი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი იყო. ერთ-ერთი ოპერაცია, რომელსაც ეგოროვი და შაიტანოვი ერთობლივად გეგმავდნენ, ჩეჩენი მებრძოლის ადამ ოსმაევის ლიკვიდაცია იყო. გამოცემებმა The Insider, Belingcat და Der Spiegel შეძლეს იმის გარკვევა, რომ ცნობილი საძახისის „ელბრუსის“ […]
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. „ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი პირობები, იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა მოგვეხსნა. ვიმსჯელეთ და დავასკვენით, რომ ეს კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ“, – აღნიშნა აბემ. იაპონიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, თუმცა მკაცრი ზომები შენარჩუნდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოშიც. […]
ვენეციის კინოფესტივალი სექტემბერში ჩატარდება
ვენეციის კინოფესტივალი როგორც დაგეგმილი იყო სექტემბერში ჩატარდება. ამის შესახებ „როიტერსი“ ვენეციის გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება. როგორც გამოცემა წერს, მსოფლიოში ყველაზე ძველ კინოფესტივალს წელს, კორონავირუსის გამო, შედარებით მცირე რაოდენობის ადამიანი დაესწრება. უკვე ცნობილია, რომ ვენეციის ფესტივალის რიგით 77-ე დაჯილდოებას ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს. იპნ
უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში მოკლული იპოვეს
უკრაინელი დეპუტატი, ვალერი დავიდენკო საკუთარი ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, პოლიტიკოსი თავში გასროლით არის მოკლული. მისივე თქმით, იარაღი მის ცხედართან აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება თვითმკვლელობაც. ცნობისთვის, დავიდენკო უმაღლესი რადას წევრი 2014 წლიდან არის. ის საკანონმდებლო ორგანოს ეკონომიკური განვითარების კომიტეტის წევრი იყო.
მადრიდში პრემიერ სანჩესის გადადგომა მოითხოვეს
ესპანეთის დედაქალაქში, საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ფარგლებში, რომლის ძირითადი ნაწილის მანქანებით მიმდინარეობს, მომიტინგეები მთავრობის მეთაურების გადადგომას ითხოვენ. კერძოდ, ისინი მოუწოდებენ პრემიერ – მინისტრ, პედრო სანჩესსა და მის მოადგილე პაბლო იგლესიას დაკავებული თანამდებობები დატოვონ. დემონსტრანტების თქმით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო კორონავირუსის პანდემიას გამკლავებოდა. მედიის ინფორმაციით, აქციაზე ათასობით ადამიანი იმყოფება. იპნ
პრემიერი სანჩესი – “ლა ლიგა 8 ივნისს დაბრუნდება”
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების უფლება გასცა. „ესპანეთმა გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდნენ. ახლა ყველას წინაშე იხსნება ახალი ჰორიზონტები. დადგა დრო, აღვადგინოთ ყოველდღიური საქმიანობა. 8 ივნისს ლა ლიგა დაბრუნდება“, – განაცხადა სანჩესმა. ესპანეთის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ, ლიდერი „ბარსელონაა“, რომელიც 2 ქულით უსწრებს მადრიდის „რეალს“. მესამე ადგილზე „სევილიაა“, რომელიც […]










