კატეგორია: მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1.128-მდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1.128-მდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1.128-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 29 ადამიანი. როგორც ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაავადების 240 შემთხვევა გამოვლინდა. 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დაავადებულთაგან 105 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ​კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ნახევარი გამოვლენილია იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლომბარდიის რეგიონში. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მას მოსდევს ემილია რომანიას რეგიონი და ვენეტო. აღნიშნულ სამ […]

ირანში საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები იყვნენ, მოსახლეობამ ცეცხლი წაუკიდა – ვიდეო

ირანში საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები იყვნენ, მოსახლეობამ ცეცხლი წაუკიდა - ვიდეო

ირანის ქალაქ ბანდერ-აბბასში საავადმყოფოს ცეცხლი წაუკიდეს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Iran International -ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საავადმყოფოს მას შემდეგ წაუკიდეს ცეცხლი, რაც გაიგეს, რომ მათთან შეუთანხმებლად საავადმყოფოში მოათავსეს საშიში ვირუსის გადამტანი პირები. ასევე, გაირკვა რომ ადრე სწორედ ამ საავადმყოფოში იყო  მოთავსებული 10 პაციენტი,  ქალაქ ყუმიდან. სადაც კორონავირუსი ძლიერი აფეთქებაა. https://youtu.be/IkR4fZKDkX4

მონღოლეთის პრეზიდენტი და მთავრობა კარანტინში მოათავსეს

მონღოლეთის პრეზიდენტი და მთავრობა კარანტინში მოათავსეს

მონღოლეთის პრეზიდენტი, ბათულგა ხალთმაა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ჩინეთში 14 დღით იმყოფებოდნენ, კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბატულგა პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც ჩინეთს კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ ეწვია. მედიის ცნობით, მაღალჩინოსნები კარანტინში ჩინეთიდან ჩამოსვლისთანავე მოათავსეს. იპნ

თურქეთის არმია სირიაში შეტევაზე გადავიდა

თურქეთის არმია სირიაში შეტევაზე გადავიდა

სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 29 თურქი სამხედრო ემხვერპლა, ხოლო 36 დაჭრილია. „რა სირცხვილია, რომ დღეს მიწევს იმის თქმა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 29 მდე გაიზარდა“,-აცხადებს ქვეყნის სამხრეთ პროვინციის, ჰატაის გუბერნატორი სატელევიზიო მიმართვის დროს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ […]

რუსეთმა თურქეთის ჯარი დაბომბა – მოკლულია 35 თურქი სამხედრო – ერდოღანმა პუტინთან კონტაქტი შეწყვიტა

რუსეთმა თურქეთის ჯარი დაბომბა - მოკლულია 35 თურქი სამხედრო - ერდოღანმა პუტინთან კონტაქტი შეწყვიტა

ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთმა მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა თურქულ სამხედრო კოლონაზე, რომელიც ჰატაის რეგიონიდან იდლიბისკენ მიემართებოდა. როგორც ადგილობრივები იუწყებიან, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ათეულობით თურქი სამხედრო. შექმნილი ვითარების ფონზე თურქეთმა შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან. ერდოღანმა სასწრაფოდ ჩანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც უახლოეს წუთებში დაიწყება არსებული სიტუაციის შესაფასებლად და სამომავლო გეგმების განსასაზღვრად. ტვიტერზე გაცხადებული […]

იაპონიაში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მარტის ბოლომდე დაიკეტება

იაპონიაში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მარტის ბოლომდე დაიკეტება

იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს განცხადებით, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები ორშაბათიდან მარტის ბოლომდე დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო. როგორც ცნობილია, იაპონიაში კორონავირუსით 800-ზე მეტი პირი დაინფიცირდა. მათ შორის 700 ადამიანი საკრუიზო გემ, Diamond Princess-ის მგზავრები არიან. იპნ

საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა საბერძნეთში. ვირუსი 38 წლის ბერძენ ქალს აღმოაჩნდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ამჟამად კარანტინში იმყოფება. კიდევ ერთ პირს, რომელიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ახალშობილი კორონავირუსისგან მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდა

ახალშობილი კორონავირუსისგან მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდა

უხანში 17 დღის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაბადებისას დაუდგინდა, მკურნალობის გარეშე სრულად გამოჯანმრთელდა – ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. ახალშობილი ჩინეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ყველაზე პატარა პაციენტია. გოგონა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. პატარა პაციენტი უხანის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში დაბადებიდან მალევე გადაიყვანეს. რადგანაც ახალშობილის დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, არ ჩაერიათ ანტიბიოტიკი და საშუალება მიეცათ პაციენტისთვის, ვირუსს თავად გამკლავებოდა. პარასკევს […]

სომხეთი ირანთან საზღვარს კეტავს

პაშინიანი - ”სომხეთი არც ანტიირანულ და არც ანტიამერიკულ ქმედებებში არ ჩაერევა”

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სომხეთის ხელისუფლებამ ირანთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისი ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში ქვეყანა ირანთან საზღვარს ჩაკეტავს და საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს. ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით პანიკის მიზეზი არ არსებობს. შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსით 8 ადამიანი […]

თურქეთში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა

​თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხოიშიდაფიქსირდა. მიწისძვრის მაგნიტუდის სიმძლავრემ 5.9 შეადგინა. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე არ ვრცელდება. დღესვე, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად  სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.