კატეგორია: მსოფლიო

ტორონტოს ბორტი მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

ტორონტოს ბორტი მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

რამდენიმე წუთის წინ ტორონტოს ბორტის ეკიპაჟმა მადრიდის აეროპორტში ავარიული დაჯდომა წარმატებით განახორციელა. ტორონტოში მიმავალი ბორტი რამდენიმე ხნის წინ აფრინდა მადრიდის აეროპოტიდან, მაგრამ აფრენის დროს შასის პრობლემები შეექმნა და ეკიპაჟმა ამავე აეროპორტში საგანგებო დაჯდომა გადაწყვიტა. დაჯდომამდე ბორტმა მადრიდის ცაზე წრეები შეასრულა საწვავის მაქსიმალურად სრულად დასაწვავად.

მადრიდის აეროპორტში ტორონტოს ბორტი საგანგებო დაჯდომისთვის ემზადება

მადრიდის აეროპორტში ტორონტოს ბორტი საგანგებო დაჯდომისთვის ემზადება

მადრიდის ადოლფო სუარეს ბარახას აეროპორტში ამ წუთებში საგანგებო მდგომარეობაა. კანადური ბოინგ 767, რომლის ბორტზეც 128 მგზავრია, იძულებითი დაჯდომისთვის ემზადება. ტორონტოში მიმავალი ბორტი რამდენიმე ხნის წინ აფრინდა აეროპორტიდან, მაგრამ აფრენის დროს შასის პრობლემები შეექმნა და ეკიპაჟმა ამავე აეროპორტში საგანგებო დაჯდომა გადაწყვიტა. ამ წუთებში ბორტი მადრიდის ცაზე წრეებს აკეთებს საწვავის მაქსიმალურად სრულად დასაწვავად და საგანგებო დაჯდომისთვის ემზადება.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება სენატში მას შემდეგ გააკეთეს, რაც სენატორებმა უარი თქვეს მოწმეების დაკითხვაზე. დემოკრატები სენატში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის დაბარებას ითხოვდნენ. კენჭისყრის დროს ამ მოთხოვნას მხარი მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა, სიუზან კოლინსმა და მიტ რომნიმ დაუჭირა, რაც სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის დასაძლევად საკმარისი არ იყო. აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა […]

ავსტრიის პრეზიდენტი შვეიცარიის პრეზიდენტს მეტროში შეხვდა

ავსტრიის პრეზიდენტი შვეიცარიის პრეზიდენტს მეტროში შეხვდა

ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი შვეიცარიის პრეზიდენტ სიმონეტა სომარუგას მეტროში შეხვდა. ქვეყნების ლიდერებმა ვენის მეტროში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. შეხვედრის ამსახველი ფოტოები ავსტრიის პრეზიდენტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ესპერსონა.გე

საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, როდოსის კუნძულთან 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობისთვის მიწისძვრა საბერძნეთში, გუშინაც მოხდა. ეპიცენტრი კუნძული კარპატო იყო. ათენის უნივერსიტეტის გეოდინამიკურმა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა და საბერძნეთის დროით, 5:38 საათზე დაფიქსირდა.

სასაფლაოზე ექიმის მეუღლის ცხედარი ამოთხარეს, ფეხი ფეხზე გადაადებინეს და ასე დასვეს

სასაფლაოზე ექიმის მეუღლის ცხედარი ამოთხარეს, ფეხი ფეხზე გადაადებინეს და ასე დასვეს

საბერძნეთში, კალამატაში, უპრეცედენტო ვანდალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 12, 15 და 21 წლის ბიჭები სასაფლაოზე დადიოდნენ და გარდაცვლილები საფლავებიდან ამოჰყავდათ, რადგან ეგონათ, რომ რაიმე ძვირფასი ნივთი ექნებოდათ ჩატანებული და გაძარცვავდნენ. სანახაობა კი, რომელსაც ისინი ტოვებდნენ, ენით აღუწერელია. ბოლოს მათ კალამატაში ცნობილი ექიმის მეუღლის საფლავი გატეხეს, ქალის ცხედარი ზემოთ ამოიტანეს, ფეხი-ფეხზე გადაადებინეს და სახით სასაფლაოსკენ დასვეს. […]

რატომ გააძევეს ბულგარეთიდან 2 რუსი დიპლომატი

რატომ გააძევეს ბულგარეთიდან 2 რუსი დიპლომატი

ვინ არიან დიმიტრი იაროშენკო და ალექსანდრ ხვატოვი 24 იანვარს ბულგარეთმა გადაწყვიტა მორიგი ორი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება. ეს კვლავ ჯაშუშობისა და დიპლომატებისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო მოხდა. რუსეთის საგარეო სამინისტრო და კრემლი შოკირებულები არიან, რადგან უმცროსმა სლავმა ძმებმა 3 თვის წინაც ქვეყნიდან რუსი დიპლომატი ვლადიმერ რუსიაევი გაუგდეს. აშკარაა, რუსი დიპლომატების უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობაზე რეაგირება ბალკანეთში […]

კუბასთან მიწისძვრა მოხდა – ბიძგები აშშ-ის ფლორიდის შტატშიც იგრძნობოდა

კუბასთან მიწისძვრა მოხდა - ბიძგები აშშ-ის ფლორიდის შტატშიც იგრძნობოდა

კუბის სამხრეთით და იამაიკის ჩრდილო-დასავლეთით 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. სტიქიის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისძვრა ფლორიდის შტატშიც იგრძნობოდა. ამერიკული მედია მიწისძვრის დროს მაიამიში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც რამდენიმე შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. სტიქიის შემდეგ იამაიკაზე, კუბასა და კაიმანის კუნძლებზე მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო. ამ ეტაპზე, ნგრევისა […]

კობი ბრაიანტის შვეულმფრენს სომეხი არა ზობაიანი მართავდა – 50 წლის პილოტმა შვეულმფრენი დასახლებულ პუნქტს გაარიდა

კობი ბრაიანტის შვეულმფრენს სომეხი არა ზობაიანი მართავდა - 50 წლის პილოტმა შვეულმფრენი დასახლებულ პუნქტს გაარიდა

კობი ბრაიანტის შვეულმფრენს, რომელიც 26 იანვარს ჩამოვარდა, სომეხი პილოტი არა ზობაიანი მართავდა. არა ზობაიანზე ისაა ცნობილი, რომ ის ბრაიანტების ოჯახის ახლობელი იყო. მსხვერპლი გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა შვეულმფრენის პილოტის მოქმედება. იუწყებიან, რომ 50 წლის მფრინავმა ბოლო მომენტში მოახერხა საფრენი აპარატის დასახლებული ტერიტორიიდან გარიდება.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ „მწვანე ბარათის“ მიღების პირობის გამკაცრების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ „მწვანე ბარათის“ მიღების პირობის გამკაცრების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, იმ ლეგალური მიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-ში სოციალური დახმარებით სარგებლობას საჭიროებენ, „მწვანე ბარათის“ მიღება რთულდება. „როიტერსის“ ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნული ნორმა დაბლოკა. გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, კანონის ახალი ნორმა მთელს ქვეყანაში დაამკვიდროს, გარდა ილინოისის შტატისა, სადაც ქვედა […]