ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომისიამ ონლაინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროვინციაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2,714-ია. რაც შეეხება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, ჩინური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4, 515 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გუშინ აშშ-მ და კანადამ […]
კატეგორია: მსოფლიო
ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 83 მგზავრი იყო
ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბოინგ 737-400 ქაბულის აღმოსავლეთით, ღაზნის რეგიონში ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში დაახლოებით 83 მგზავრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. თვითმფრინავი ქაბულიდან ჰერათში მიფრინავდა.
კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
კიევში ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში 67 პაციენტის ნიმუშის გამოკვლევის თანახმად, 12 ადამიანს სხვადასხვა სახის ვირუსით დაავადება დაუდგინდა, რომელთა შორის ერთ შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა,- ინფორმაციას აქვეყნებს unian-ი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს კიევის საოლქო ლაბორატორიაზე დაყრდნობით. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული პიროვნება უკრაინის მოქალაქეა. უკრაინის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, მედიკოსებმა კორონავირუსის ანალოგიური სიმპქომები აღმოაჩინეს 3 ადამიანზე, თუმცა ლაბორატიული გამოკვლევების შედეგად, […]
ტრამპი – “კობი ახლა იწყებდა ცხოვრებას…”
კობი ბრაიანტის ტრაგიკულ დაღუპვას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერში გამოეხმაურა: “მიუხედავად იმიდა, რომ კობი ბრაიანტი ყველა დროის უდიდესი კალათბურთელი იყო, ის ახლა იწყებდა ცხოვრებას. მას ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი და ფიქრობდა მომავალზე. მისი ქალიშვილის, ჯინას, დაღუპვა, ამ ყველაფერს კიდევ უფრო საშონელს ხდის. მელანია და მე ვუცხადებთ გულწრფელ თანაგრძნობას ვანესას და კობის მთელ ოჯახს. ღმერთი თქვენთანაა.”
ჩინეთში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა – 2.000 დაავადებულია
ჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 56 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულია 2 ათასამდე ადამიანი, მათგან 300 ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსით სავარაუდოდ 2 ათას 700-მდე ადამიანია კიდევ დაავადებული, თუმცა მათი დიაგნოზი საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქალაქ უხანიდან, სადაც ეპიდემია სწრაფად ვრცელდება, საკუთარი დიპლომატებისა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ქალაქიდან მოქალაქეების […]
თურქეთში მიწისძვრა განმეორდა
თურქეთში მიწისძვრა ისევ განმეორდა. 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ სივრიჯეს პროვინციაში დაფიქსირდა. ჯერ-ჯერობით დაშავებულების შესახებს ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, 24 იანვარს ღამით, თურქეთის ტერიტორიაზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულთა რიცხვი 1500-მდე აღწევს. სამაშველო სამსახურმა 43 ადამიანის ნანგრევევიდან ამოყვანა შეძლო. დანგრეულია 73 შენობაზე მეტი, 500-ზე მეტი კი […]
“მეზობლები სულ მთვრალები დადიან, კორონოვირუსს რომ გადაურჩნენ” – რას ყვება უხანში მცხოვრები ყაზახი არსებულ ვითარებაზე
როგორც ცნობილია, ჩინეთმა რამდენიმე ქალაქი უკვე ჩაკეტა, სადაც ახალი კორონოვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. განსაკუთრებული კარანტინის რეჯიმი მოქმედებს ქალაქ უხანში, რომელიც ვირუსი პირველად იქნა დაფიქსირებული. ქალაქში არსებულ ვითარებაზე BBC-ს ყაზახეთის მოქალაქე მოუყვა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. “23-ში 22:30-ზე აეროპორტი დაიხურა. 24-დან ქალაქში შესვლა და ქალაქიდან გასვლა აკრძალულია. არ მუშაობს მეტრო, ავტობუსები, იშვიათია ტაქსი. იმ ყაზახებმა, ვინც ჩემთან […]
პუტინმა სურკოვი მოხსნა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თავის Telegram არხზე პოლიტოლოგმა ალექსეი ჩეზნაკოვმა, სურკოვის ახლო მეგობარმა დაწერა. მისი თქმით, სურკოვმა გადაწყვეტილება „ უკრაინის მიმართულებით კურსის შეცვლის გამო მიიღო“. ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს. „რამდენიმე თვით ის მედიტაციით დაკავდება, ხოლო შემდეგ წასვლის მიზეზებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრებს“, – წერს პოლიტოლოგი. ვლადისლავ სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწედ 2013 […]
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 1.015 დაშავდა
ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 1.015-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათაიში გამოიწვია. მათივე ცნობით, ელიაზიღში 16 ადამიანია გარდაცვლილი, 637 დაშავდა. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა. საერთო ჯამში ქვეყნის […]
კორონავირუსმა საფრანგეთშიც ჩააღწია
აშშ-ს შემდეგ კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. პარიზსა და ბორდოში პაციენტებს, ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსით დაავადებულმა ადამიანებმა ჩინეთში იმოგზაურეს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ვირუსის სხვა შემთხვევიბიც გამოვლინდეს საფრანგეთში. პრაიმ ტაიმი










