კატეგორია: მსოფლიო

ტრამპი – ”ალ ბაღდადმა შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა. მისი სხეული დანაწევრდა და გვირაბი ჩამოიშალა”

ტრამპი - ”ალ ბაღდადმა შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა. მისი სხეული დანაწევრდა და გვირაბი ჩამოიშალა”

გასულ ღამეს აშშ-მა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს პასუხი აგებინა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მკვდარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იყო. მსოფლიოში ყველაზე ძალადობრივი ორგანიზაციის ლიდერი. აშშ ბაღდადის ეძებდა წლების განმავლობაში. მისი დაკავება ან ლიკვიდაცია იყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი. აშშ-ს სპეცრაზმმა სახიფათო ოპერაცია ჩაატარა ღამით ჩრდილო აღმოსავლეთ […]

ამერიკელებმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს

ამერიკელებმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ Fox News-ი ინფორმაციას პენტაგონისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერიი სირიის იდლიბის პროვინიციაში სპეცოპერაციისას მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღეს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აპირებს. ოპერაციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ „რაღაც ძალიან დიდი მოხდა.“ […]

“მაპატიე დედა, ვკვდები, რადგან ვერ ვსუნთქავ” – ბრიტანეთი 39 გაყინული მიგრანტის შესახებ შემზარავ დანაშაულს იძიებს

"მაპატიე დედა, ვკვდები, რადგან ვერ ვსუნთქავ" - ბრიტანეთი 39 გაყინული მიგრანტის შესახებ შემზარავ დანაშაულს იძიებს

“მაპატიე დედა, ჩემი მოგზაურობა უცხო ქვეყანაში არ გამოვიდა. ვკვდები, რადგან ვერ ვსუნთქავ” – ეს სიტყვები 26 წლის ვიეტნამელმა გოგომ მშობლებს მისწერა. 2 საათის შემდეგ კი ბრიტანეთში 39 გაყინული მიგრანტით სავსე ტრაილერის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. სატვირთო ავტომობილმა, რომლის საყინულეში 8 ქალი და 31 კაცი იმალებოდა, დიდი ბრიტანეთის საზღვარი ბელგიის გავლით 23 ოქტომბერს გადაკვეთა. 70 წუთის შემდეგ სასექსის პოლიციამ ტრაილერში […]

რუსეთში ჯარისკაცმა 8 სამხედრო მოკლა

რუსეთში ჯარისკაცმა 8 სამხედრო მოკლა

რუსეთში, ტრანსბაიკალის რეგიონში, ჯარისკაცმა სამხედრო ნაწილში ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 8 და დაჭრილია 2 ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 18:20 საათზე მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ჯარისკაცი უკვე დაკავებულია. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ნერვული პრობლემები ჰქონდა.

ესპანეთში ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმიდან სასაფლაოზე გადაასვენეს

ესპანეთში ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმიდან სასაფლაოზე გადაასვენეს

ესპანეთში, ყოფილი მმართველისა და დიქტატორის ფრანსისკო ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმიდან მისი ოჯახის წევრების სასაფლაოზე გადაასვენეს. ფრანკოს ნეშტის გადასვენების საკითხმა, ბოლო პერიოდში, ესპანეთში დაპირისპირება გამოიწვია, რადგან საზოგადოების ნაწილი მისი ნეშტის მავზოლეუმში დატოვების მომხრე იყო. შეგახსენებთ, რომ ფრანსისკო ფრანკოს მმართველობა ესპანეთში 1936 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 1975 წლამდე გაგრძელდა. მისი ნეშტი 1936-39 წლებში სამოქალაქო ომის დროს დაღუპულთა სასაფლაოსთან ახლოს, […]

პირები, რომელთა ცხედრები სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, ჩინელები არიან

ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა - მანქანა ბულგარეთიდან ჩავიდა

ადამიანები, რომელთა ცხედრებიც ესექსში, სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, ჩინელები არიან. პოლიცია აგრძელებს 25 წლის მძღოლის, მო რობინსონის დაკითხვას, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ ორ სახლში რეიდი განახორციელა „ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების გამოვლენის მიზნით“. შეგახსენებთ, გუშინ ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა. იპნ

სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვნეს, ინგლისში ბელგიიდან შევიდა

სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვნეს, ინგლისში ბელგიიდან შევიდა

ესექსის ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვნეს, ბრიტანეთში ბელგიის საპორტო ქალაქ ზეიბრუგიდან შევიდა. ჯერჯერობით, პოლიციას გარდაცვლილთა ვინაობა არ დაუდგენია, თუმცა მათი ცნობით, 25 წლის მძღოლი, სახელად მორის რობინსონი, ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა. ცნობები, მისი დაკავების შესახებ CNN-ს მორის რობინსონის მამამ დაუდასტურა. როგორც ჩრდილოეთ ირლანდიის ადგილობრივი საბჭოს წევრი აცხადებს, რობინსონი „არაჩვეულებრივი […]

ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა – მანქანა ბულგარეთიდან ჩავიდა

ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა - მანქანა ბულგარეთიდან ჩავიდა

ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა. სავარაუდოდ, მანქანა ბულგარეთიდან ესექსის საგრაფოში ოთხშაბათს ჩავიდა. პოლიციის ცნობით, დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც 25 წლისაა და ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა. „ჩვენ ვცდილობთ მსხვერპლთა ვინაობა დავადგინოთ, თუმცა ვეჭვობ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება“, – განაცხადა ესექსის პოლიციის ხელმძღვანელმა. სამართალდამცავების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი, თინეიჯერია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტვიტერში დაწერა: „შეძრწუნებული ვარ […]

კიევის ცენტრში ყუმბარა აფეთქდა – 2 ადამიანი დაიღუპა

კიევის ცენტრში ყუმბარა აფეთქდა - 2 ადამიანი დაიღუპა

კიევის ცენტრში, პუშკინსკის ქუჩაზე მომხდარი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ორი მამაკაცი ბარის გარეთ საუბრობდა, როდესაც ყუმბარა აფეთქდა. თვითმხილველის ვარაუდით, მამაკაცები ყუმბარას ამოწმებდნენ. კიდევ ერთმა ქალმა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მრავლობითი დაზიანებები მიიღო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

პუტინმა და ერდოღანმა 10-პუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

პუტინმა და ერდოღანმა 10-პუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 6 საათისა და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რეჯებ თაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი მთელი ამ დროის განმავლობაში პირისპირ საუბრობდნენ. მათ 10-პუნქტიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წაიკითხეს. შეთანხმების თანახმად: 1. ორივე მხარე თანხმდება, რომ მხარს უჭერენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკური ერთიანობის […]