ისრაელის გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთი“ (14.09.2019) საქართველოში ისრაელის ელჩისთვის, შაბთაი ცურისთვის ამ თანამდებობაზე ვადის 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას უძღვნის სტატიას, სათაურით „მუდმივი ელჩი“ და ისრაელის საგარეო უწყებაში წყაროზე დაყრდნობით, მას „სკამზე მიწებებულად“ მოიხსენიებს. ავტორიტეტული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ შაბთაი ცური პარტია ლიქუდის (ისრაელის მმართველი პარტია – რედ) წევრია და 2016 წელს საქართველოში მისი ხელმეორედ ელჩად […]
კატეგორია: მსოფლიო
სომხეთში პრორუსული ძალები დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ დაირაზმნენ
ახალი თაობა ევროსაბჭოს ე.წ სტამბულის კონვენციის შესაძლო რატიფიცირების ირგვლივ სომხეთში ბოლო პერიოდში დისკუსიები და გარკვეული ვნებათაღელვაა. კონვენცია იმ სამართლებრივ მექანიზმებს და ინსტრუმენტებს განსაზღვრავს, რომლებიც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელმომწერმა ქვეყნებმა უნდა აამოქმედონ. კონვენციის მხარეები ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას იღებენ. სომხეთში ისეთი კატეგორიის ადამიანებიც არიან, ვინც თვლის, რომ კონვენცია ერთგვარ „პანდორას ყუთად“ […]
თურქეთში მანქანა ბომბზე აფეთქდა – 7 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა
თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 7 და დაშავებულია 10 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ავტომობილმა, რომელსაც სოფლის მცხოვრებლები გადაჰყავდა, გზაზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაუარა და აფეთქდა. რეგიონის გუბერნატორის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებმა დაამონტაჟეს.
კანადაში ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი პრემიერ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა
კანადაში, ქალაქ ვიქტორიას აეროპორტში, ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ვიქტორიაში წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ჟურნალისტებთან ერთად ჩაფრინდა. მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ავტობუსი აეროპორტიდან გამოსვლისას თვითმფრინავის ფრთას დაეჯახა. ტრიუდოს შტაბში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის გეგმებში ცვლილებები არ შედის, მაგრამ დაზიანებას პროფესიონალები აუცილებლად შეაფასებენ. იპნ
აშშ-მ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პირობები გაამკაცრა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პირობები გაამკაცრა. ახალი წესების მიხედვით, ჰონდურასელი, გვატემალელი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები აშშ-ში ჩასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მექსიკის ხელისუფლება მათ თავშესაფარზე უარს ეტყვის. შესაბამისი განკარგულება სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული წესები არ შეეხება იმ პირებს, ვინც აშშ-ში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩაიყვანეს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები […]
ტრამპი – “ბოლტონმა დიდი შეცდომები დაუშვა”
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონის გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში „დიდი შეცდომები დაუშვა,“ – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ბოლტონის ერთ-ერთ შეცდომად ტრამპი მის მიერ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისთვის წაყენებულ მოთხოვნას ასახელებს: დაეცვა „ლიბიის მოდელი“ და ბირთვულ იარაღზე უარი ეთქვა. „ჩვენ დიდი წარუმატებლობა განვიცადეთ, როცა ბოლტონმა „ლიბიურ მოდელზე“ […]
ფრანგ მინისტრებს სიკვდილით დაემუქრნენ
საფრანგეთის ორმა მინისტრმა მუქარის წერილები მიიღეს, რომლებშიც რევოლვერის ტყვიები იყო მოთავსებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, მუქარის წერილები მიღეს საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრიუნო ლე მერმა და სახელმწიფო ფინანსების მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა. წერილები იმ მისამართზე გაიგზავნა, სადაც შესაბამისი სამინისტროები მდებარეობს. წერილები ხელით არის დაწერილი და სიკვდილის შესახებ მუქარებს შეიცავს. ცნობისთვის, ლე მერმა ერთხელ უკვე […]
რუსეთი – კარასინი ივანოვმა შეცვალა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში მდივანი, გრიგორი კარასინი, რომელიც პოსტს 2005 წლიდან იკავებდა. კარასინის თანამდებობა ევგენი ივანოვმა დაიკავა. ივანოვი ამ დრომდე მხოლოდ მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. კარასინმა ივლისში განაცხადა, რომ სამუშაოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოში გადავიდოდა. რუსეთის საგარეო უწყებაში გრიგორი კარასინი დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ ურთიერთობებს […]
ვენესუელის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა
5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ვენესუელის სანაპიროსთან, ქალაქ არიადან 21 კილომეტრის დაშორებით. ინფორმაციას ქვეყნის სეისმოლოგიური კვლევითი ცენტრი (Funvisis) ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვაში 5,9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა, არც კარაკასიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოსკოვის დუმის არჩევნებში ოპოზიციამ ხმების 40 პროცენტამდე მიიღო
მოსკოვის დუმის არჩევნებში ოპოზიციამ ხმების 40 პროცენტამდე მიიღო. 45 ადგილიდან 26 დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღეს, თუმცა აქედან ბევრი მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ ფუნქციონერია. არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა ძალიან დაბალი იყო. არჩევნებზე ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა 21,69% მივიდა. მანდატების დაახლოებით 60%-ს კვლავ „ედინაია რასია“ აკონტროლებს. ოპოზიციამ ხმების დაახლოებით 40 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება ალექსეი ნავალნის და დიმიტრი გუდკოვს, […]









