კატეგორია: მსოფლიო

სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დედაქალაქში, სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. გაცხადებული ინფორმაციით, ადამიანებმა სასწრაფოდ დატოვეს შენობები – ევაკუირებულია სკოლები და დროებით შეჩერებულია სწავლის პროცესი. სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს განცხადებით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია

რივლინმა მთავრობის ფორმირება ნეთანიაჰუს სთხოვა

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ქვეყნის მთავრობის ფორმირება პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა. ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნეთანიაჰუსა და მის მთავარ ოპონენტს, ბენი განცს შორის ერთიან მთავრობაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. “ნეთანიაჰუს მეტი შანსი აქვს მთავრობის ფორმირებისთვის”, – განაცხადა რუვენ რივლინმა. ამ დროს მას გვერდით ნეთანიაჰუ ედგა. ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება აპრილში გამართული არჩევნების შემდეგ […]

ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Rueters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინცია მალუკუ იყო, სადაც სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ძლიერად დაზიანდა შენობები. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრა იყო, როგორც ინდონეზიის ბუნებრივი კატასტროფების უწყების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, გეოფიზიკოსებმა ცუნამის წარმოქმნა გამორიცხეს. სააგენტოს ცნობით, ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ […]

აფეთქება თურქეთში – 5 პოლიციელი დაიჭრა

თურქეთში, ადანას პროვინციაში, პოლიციის ავტობუსთან თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც 5 პოლიციელი დაიჭრა. პროვინციის გუბერნატორის მახმუტ დემირთაშის ინფორმაციით, პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია. იპნ

პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა და 450 დაშავდა. ძირითადი ზარალი დაფიქსირდა სოფლებში, სადაც სახლების დიდი ნაწილი დაინგრა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ქალაქების ჯემულესა და მირპურს შორის მდებარე რაიონი.

აშშ-ის კონგრესმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ 24 სექტემბერს პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გამოაცხადა. “დღეს მე ვაცხადებ, რომ წარმომადგენელთა პალატა იწყებს ოფიციალურ გამოძიებას იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. მე ვავალებ ჩვენს 6 კომიტეტს, დაიწყონ შესაბამისი გამოძიება”, – განაცხადა ნენსი პელოსიმ. დღემდე აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მხოლოდ სამჯერ მოხდა. პირველად 1868 წელს […]

საფრანგეთში ფარმაცევტულ გიგანტ სერვიეს 500 ადამიანის მკვლელობას აბრალებენ

საფრანგეთში ფარმაცევტული გიგანტის სერვიეს წინააღმდეგ ხმაურიანი სასამართლო პროცესი დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიას წინასწარი განზრახვის გარეშე 500 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. საქმე ეხება მედიკამენტ „მედიატორს“, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჭარბი წონის მქონე დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის შეიქმნა. ამ მედიკამენტს მოგვიანებით გახდომის ნებისმიერ მსურველს უწერდნენ. გამოძიებას მიაჩნია, რომ ფარმაცევტული კომპანია პაციენტებს წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ არ აფრთხილებდა. […]

ალბანეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ალბანეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი საპორტო ქალაქ დურესში დაფიქსირდა. მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობები და ავტომობილები. ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოებს 48 ადამიანმა მიმართა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ალბანეთში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.

სროლა ვაშინგტონში თეთრ სახლთან – 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს განხორციელებული სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი – დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი თეთრი სახლიდან დაახლოებით 2-3 კილომეტრში გახსნა. ჯერჯერობით მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. WJLA-TV -მ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც ინციდენტის ადგილი და სასწრაფო დახმარების მანქანები ჩანს.

ნეთანიაჰუს პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC და Reuters-ი ავრცელებენ. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ პარლამენტში 31-33 მანდატს მოიპოვებს, ხოლო მისი მემარჯვენე ბლოკი 54-დან 57 მანდატამდე მიიღებს. ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტი, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ კი 32-34 მანდატს მიიღებს, ხოლო მისი მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი 58 მანდატამდე დააგროვებს. ვერც ნეთანიაჰუ და ვერც განცი პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, რომლისთვის […]